ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016272
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
28/02/2018
ვებგვერდი, 07/03/2018
010250020.35.139.016272
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/03/2018 - 25/04/2018)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ" ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შსახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №52 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge, 23.12.2014, 010250020.35.139.016168).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო  აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო  აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახური (შემდგომ  –  სამსახური)  შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ დებულებისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება  მერიის საშტატო ნუსხით.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით.  ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი  წესით უზრუნველყოფს:
ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას და შემკრებგამანაწილებელ პუნქტებში წვემამდელთა წარდგენას;
ბ) სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია, საჯარისოსამობილიზაციო გასვლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას;
გ) განახორციელებს სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №11 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
დ) თეორიული მეცადინეობის მოწყობას თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებულნი არიან სამსახურზე მობილიზაციის დროს;
ე) ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობას, ახალგაზრდების სამხედრო–პატრიოტული აღზრდის საკითხების განხილვებში და გადაჭრაში მონაწილეობას.
ვ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში სამხედრო პატრიოტული სწავლებისა და აღზრდის ხელშეწყობას;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლს;
თ) უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალების გადაცემას სამართალდამცავი ორგანოებისათვის;
ი) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამისი ზომების მიღებას, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას.
კ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურში გაწვევასთან და მობილიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კანონით დადგენილი ვადითა და წესით შენახვას;
ლ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მ) ხელმძღვანელობს წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას.
ნ) ორგანიზებას უწევს სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა გაწვევასა და მათ გადაყვანას წვევამდელთა გამწვევ-გამანაწილებელ პუნქტში.
ო) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და წარმოება-ორგანიზაციებიდან ინფორმაციის გამოთხოვას, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე დასაყენებლად საბუთების მომზადებას.
პ) უზრუნველყოფს ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას;
ჟ) ახდენს 17 წლის წვევამდელთა პირველადი სამხედრო აღრიცხვას;
რ) ახდენს 18-დან 27 წლამდე ასაკის სამხედრო ვალდებულ მოქალაქეთა აღრიცხვას;
ს) უზრუნველყოფს ზღვრულ ასაკს (27 წელი) მიღწეულ წვევამდელთა გადარიცხვას რეზერვში; 
ტ) უზრუნველყოფს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვას და მათთან მუშაობის ორგანიზებას;
უ) უზრუნველყოფს სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
ფ) უზრუნველყოფს რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას.
ქ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელი
სამსახურის.ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების  შესრულებისათვის;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდების სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სხვა სამუშაოს შესრულების შესახებ სათანადო ადმინისტრაციული  აქტის გამოსაცემად;
გ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს: სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას; მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას; დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში; სამხედრო სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას;
დ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხისა და ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ტექნიკურ რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების  ორგანოების გადაწყვეტილებათა შესასრულებლად;

მუხლი 5. სამსახურის თანამშრომლები
სამსახურის თანამშრომლები მოვალენი არიან:
ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით;
ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად;
გ) მოაწყონ სამობილიზაციო სწავლებები;
დ) შეასრულონ სამსახურის ხელმძღვანელის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებას;
2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტი.
4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი  წესით ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
6. სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად მერს უფლება აქვს, მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია.
7. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.