დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 მარტის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020000.32.057.016272 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №5 დადგენილებაში (სსმ, 15.03.2017. სარეგისტრაციო კოდი: 190020000.32.057.016240) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებულ წესსა და დანართებში სიტყვები „მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი“ შეიცვალოს სიტყვებით „მუნიციპალიტეტის მერი“, ხოლო სიტყვები „მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია“ - სიტყვებით „მუნიციპალიტეტის მერია“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-6–8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საკრებულოს მოწონებულ წინადადებას მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) . 7. მხარჯავი დაწესებულება/საბიუჯეტო ორგანიზაცია რესპუბლიკური პროექტის შესახებ წინადადებას წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. 8. მუნიციპალური/რესპუბლიკური პროექტის დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები