დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016342 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/01/2018, 190020020.35.113.016321), კერძოდ:
– გაიზარდოს სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 8 030 236,93 ლარით: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 4 006 017,93 ლარი. მათ შორის: ა) თავისუფალი ნაშთი – 3 231 604,91 ლარი; ბ) მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთი – 2 010 ლარი; გ) საქართველოს მთავრობის №175 განკარგულება (04.02.2016 წ.) (რეგიონალური პროექტები) – 127 954,77 ლარი; დ) საქართველოს მთავრობის №480 (14.03.2017 წ.) განკარგულება (რეგიონალური პროექტები) – 173 659,28 ლარი; ე) საქართველოს მთავრობის №1401 (06.07.2017 წ.) განკარგულება (რეგიონალური პროექტები) – 57 351,11 ლარი; ვ) საქართველოს მთავრობის №1525 (21.07.2017 წ.) განკარგულება (სტიქია) – 408 340,93 ლარი; ზ) საქართველოს მთავრობის №265 (19.02.2016 წ.) განკარგულება (სოფლის პროექტები) – 5 096,93 ლარი. 2. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის №136 განკარგულებით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 4 024 219 ლარი. მათ შორის: ა) პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად – 4 024 219 ლარი. 3. შესაბამისად გაიზარდოს: ა) საქართველოს მთავრობის №175 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან ინფრასტრუქტურის სამუშაოები, არაფინასური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი – 03 02 02 – 61.1.1.5.) – 127 954,77 ლარით; ბ) საქართველოს მთავრობის №480 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან ინფრასტრუქტურის სამუშაოები, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი – 03 02 02 – 61.1.1.11.) – 173 659,28 ლარით; გ) საქართველოს მთავრობის №1401 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან გზების რეაბილიტაცია, არაფინასური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი – 03 01 01 – 61.1.1.5.) – 57 351,11 ლარით; დ) საქართველოს მთავრობის №1525 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი – 03 07 – 61.1.1.11.) – 408 340,93 ლარით; ე) საქართველოს მთავრობის №265 განკარგულებით გამოყოფილი თანხის ნაშთიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი – 03 03 – 61.1.1.11.) – 5096,93 ლარით; ვ) საქართველოს მთავრობის №136 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან ინფრასტრუქტურის სამუშაოები, არაფინასური აქტივების ზრდა, არასაცხოვრებელი შენობები (ორგანიზაციული კოდი – 03 02 02 – 61.1.1.2.) – 190 113 ლარით; ზ) საქართველოს მთავრობის №136 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან ინფრასტრუქტურის სამუშაოები, არაფინასური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი – 03 02 02 – 61.1.1.5.) – 3 834 106 ლარით; თ) თავისუფალი ნაშთიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს ნაწილში (ორგანიზაციული კოდი – 01 01 – 2.1.1.1.1.) – 42 000 ლარით; ი) თავისუფალი ნაშთიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი (ორგანიზაციული კოდი – 01 01 – 2.2.10.14.) – 51 100 ლარით; კ) თავისუფალი ნაშთიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს ნაწილში (ორგანიზაციული კოდი – 01 02 – 2.1.1.1.1.) – 200 000 ლარით; ლ) თავისუფალი ნაშთიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი (ორგანიზაციული კოდი – 01 02 – 2.2.10.14.) – 15 000 ლარით; მ) თავისუფალი ნაშთიდან წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი – 01 04 – 2.2.10.14.) – 190 000 ლარით; ნ) თავისუფალი ნაშთიდან ინფრასტრუქტურის სამუშაოები, არაფინანსური აქტივების ზრდის ნაწილში, არასაცხოვრებელი შენობები (ორგანიზაციული კოდი – 03 02 02 – 61.1.1.2.) – 442 500 ლარით; ო) თავისუფალი ნაშთიდან ინფრასტრუქტურის სამუშაოები, არაფინანსური აქტივების ზრდის ნაწილში, გზები (ორგანიზაციული კოდი – 03 02 02 – 61.1.1.5.) – 100 000 ლარით; პ) თავისუფალი ნაშთიდან ინფრასტრუქტურის სამუშაოები, არაფინანსური აქტივების ზრდის ნაწილში, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი – 03 02 02 – 61.1.1.11.) – 670 504,91 ლარით; ჟ) თავისუფალი ნაშთიდან საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა – ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი – 03 04 – 61.1.1.11) – 500 000 ლარით; რ) თავისუფალი ნაშთიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები, სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი (ორგანიზაციული კოდი – 03 03 – 2.2.10.14) – 10 000 ლარით; ს) თავისუფალი ნაშთიდან კეთილმოწყობის სამუშაოები, არაფინასური აქტივების ზრდის ნაწილში, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი – 03 05 – 61.1.1.11.) – 285 000 ლარით; ტ) თავისუფალი ნაშთიდან ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი – 03 06 – 2.5.) – 500 ლარით; უ) თავისუფალი ნაშთიდან ბინათმშენებლობა, სხვადასხვა კაპიტალური ხარჯები (ორგანიზაციული კოდი – 03 08 – 2.8.2.2.) – 40 000 ლარით; ფ) თავისუფალი ნაშთიდან ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი’’, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი – 04 01 – 2.5.) – 400 000 ლარით; ქ) თავისუფალი ნაშთიდან სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების სხვა დანარჩენი მიმდინარე ხარჯი (ორგანიზაციული კოდი – 05 01 01 – 2.8.2.1.18) – 20 000 ლარით; ღ) თავისუფალი ნაშთიდან კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა მანქანა-დანადგარები და ინვენტარის შეძენა, რომელიც არ არის კლასიფიცირებული (ორგანიზაციული კოდი – 05 02 01 – 61.1.2.2.20) – 180 000 ლარით; ყ) თავისუფალი ნაშთიდან ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები (ორგანიზაციული კოდი – 05 03 – 2.2.10.12.) – 65 000 ლარით; შ) თავისუფალი ნაშთიდან სოციალური ღონისძიებები, სოციალური დახმარება, ფულადი ფორმით (ორგანიზაციული კოდი – 06 02 12 – 2.7.2.1.) – 20 000 ლარით; ჩ) მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთიდან ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი – 06 01 01 – 2.5.) – 2010 ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 22 393,22 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 6350,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 13 578,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2465,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 16 322,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 10 076,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10 326,8 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 250,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 350,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობასა და მიზნობრიობის შესახებ. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 253,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 95,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 148,0 ათასი ლარი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 8,0 ათასი ლარი; დ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 2,0 ათასი ლარი; 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-16 მუხლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით: |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 13 400 100 ლარი |
პროგრამის მიზანი:
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ძირითად პირობად დღეისათვის კვლავ რჩება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება. გარდა ამისა, პრიორიტეტი ითვალისწინებს გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაციას, სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობას, კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და მშენებლობას, ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან და სხვა. 13.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას, გაგრძელდება მუშაობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მოხდება გზების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება. 13.1.1 გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება, სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების გაწმენდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება, ტრანსპორტითა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. 13.1.2 მუნიციპალური ტრანსპორტი (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს „მუნიციპალური ტრანსპორტი“. ქვეპროგრამის ფარგლებში 2018 წლის განმავლობაში კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უფასო მომსახურების გაწევა. ავტოპარკი შედგება 5 ერთეული მოძველებული ავტობუსისგან, რომლებიც სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში შემავალი 1 ქალაქის, 4 დაბისა და 74 სოფლის მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველი კატეგორიისა და პედაგოგების მგზავრობის შეღავათიან, სრულფასოვან მომსახურებას. 13.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამა ითვალისწინებს საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების მოწესრიგებას, რომლის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების შესამცირებლად გარე განათების ქსელში განხორციელდება ფოტონების დამონტაჟება. მუნიციპალიტეტში არსებული წყალსადენისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია, ახალი წყალსადენების მშენებლობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება. სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობების (გაბიონებისა და წყალამრიდების) და კონსტრუქციების მოწყობა; ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარიული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. 13.2.1 კომუნალური მომსახურების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ზღვისპირა საკურორტო ზოლში სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, დამსვენებელთა და ტურისტთა მაქსიმალურად მოზიდვის მიზნით. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. გაგრძელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმის პროცესი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებსა და მის შემოგარენში გამწვანების სამუშაოების ჩატარება, ხეების გადაბელვა-ფორმირება, ზეხმელი და ავარიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა-დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით. 13.2.2 ინფრასტრუქტურის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გრანტებითა და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, მუნიციპალიტეტის მთაგორიანი რელიეფის მქონე სოფლებში რთულ მონაკვეთებზე ბეტონის გზის საფარის მოწყობას. 13.2.3 ელექტროენერგიის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა: დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია. ამ ხარჯებში გათვალისწინებულია აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის და გარე განათების ხარჯების დაფარვა. 13.2.4 წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: შპს „სატისი“; ქვეპროგრამის აღწერა: წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება მთისპირი-ასკანის, ლაითურის, ნასაკირალის, ლიხაურისა და ჯუმათის წყალმომარეგების სისტემები, რომელთა აღდგენა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების ღონისძიებების უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. 13.3 საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა: სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფა საპროექტო დოკუმენტაციით. სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო-სამონტაჟო და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ტექნიკური პირობების მოთხოვნები. გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-საძიებო სამუშაოების ჩატარება; პროექტების ექსპერტიზა და მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. 13.4 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა: მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება; დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია; სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა, მოვლა-პატრონობა; სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობა; ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარიული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. 13.5 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 07) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური. მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი ასიგნებების ოპერატიულად წარმართვა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტურად განსახორციელებლად. 13.6 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 08) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური. პროგრამა ითვალისწინებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახურავების გადახურვა, ფასადების მოწესრიგება, შიდა წყალკანალიზაციის სისტემების შეკეთება და სხვადასხვა სამუშაოები. |
მუხლი 14.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 3 500 000 ლარი. |
პროგრამის მიზანი:
საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა. 14.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3 400 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ახალი ჯგუფები იქ, სადაც კონტინგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურება. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 43 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 2 920 ბავშვი, მათ შორის, 8 ბაღი 1 243 აღსაზრდელით ფუნქციონირებს ქალაქ ოზურგეთში, ხოლო 35 ბაღი 1 677 აღსაზრდელით – მუნიციპალიტეტის სოფლებში. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 14.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 100 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა (100%), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებს 3000 (სამი ათასი) ლარს, სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მფლობელი მოსწავლე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფინანსდება 1000 (ათასი) ლარით სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, მცირე მოცულობის კაპიტალური პროექტების განხორციელება (შშმ პირების გადაადგილებისათვის ადაპტირებული პირობების შექმნა, სველი წერტილების მოწყობა და სხვა). |
მუხლი 15.
კულტურა (პროგრამული კოდი 05 00)
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 3 308 000 ლარი |
პროგრამის მიზანი:
კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრის ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. 15.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციური და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; 15.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 15.1.2. სპორტული ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
15.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა. გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 15.2.1. კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის:
15.2.2. კულტურის ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
ასევე, პროგრამით დაფინანსდება:
15.3. ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 05 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას; ტურისტული მარშუტების დაგეგმარებას; ლაშქრობების და სკაუტების ორგანიზებას; ტურისტული დისლოკაციის ადგილების მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ურეკში, შეკვეთილში ზღვის სეზონთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები, სეზონის გახსნას და დახურვას, სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობას. კურორტ გომისმთაზე სამთო ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების ორგანიზებას და ხელშეწყობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის ერთობრივი პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ მესამე ეტაპის წარმატებით შესრულება. 15.4. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (ორგანიზაციული კოდი 05 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა. ახალგაზრდებისთვის განხორციელდება გასართობი, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ან/და მხარდაჭერა. აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას. 15.5. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთი ტაძრისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. |
მუხლი 16.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 1 464 800 ლარი. |
პროგრამის მიზანი:
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 16.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის განმახორცილებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“. პროგრამის ბიუჯეტი: 97 000 ლარი. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. მძიმე დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. 16.1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. განსახორციელებელი ღონისძიებები:
16.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. პროგრამის ბიუჯეტი: 1 367 800 ლარი. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფი 18 წლამდე ასაკის მოზარდების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობა და სხვა სოციალური ღონისძიებების განხორციელება. 16.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 143 500 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 0-დან და 57 001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით, ხოლო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 57 001-დან და 150 001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული ოჯახის სარეიტინგო ქულის ამონაწერი; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი); გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი); დ) ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი); – (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების დადგენა, ბენეფიციართა ელექტრონული ბაზის წარმოება, მატერიალური დახმარების გაცემა. 16.2.2. დღის ცენტრის დაფინანსება 06 02 02 ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივი“. ბ) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 47 800 ლარი. გ) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივის“ დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 150 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. 16.2.3. მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსება(პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 12 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ა.(ა).ი.პ. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მაცხოვრებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. განსახორციელებელი ღონისძიებები: სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ელექტოენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის თანხების ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. 16.2.4. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 6 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების მატერიალური დახმარება. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის წელიწადში ორჯერ (წინასასკოლოდ და საახალწლოდ) თანხის გადარიცხვას თითოეულ ჯერზე 400 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობისათვის უფლებამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობა (ასლი); გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.5 მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ბ) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 213 000 ლარი. გ) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება, კერძოდ:
1. 150 ლარამდე ინვოისით წარმოდგენილი თანხა ანაზღაურდება სრულად. 2. 0-დან 500 ლარამდე ინვოისი ანაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 50%. 3. 501 ლარიდან 1500 ლარამდე – ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 400 ლარისა. 4. 1501 ლარის ზემოდ ანაზღაურდება 500 ლარი. მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი; ე) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, საგარანტიო წერილის მომზადება, გაცემა, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება, შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის შესაბამისად გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. 16.2.6. „C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ბ) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 30 000 ლარი. გ) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია „C” ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების, რომლებიც საჭიროებენ დიაგნოსტიკური კველვების ჩატარებას მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის, დახმარების გაწევა კვლევების ხელმისაწვდომობაში საბიუჯეტო წლის განმავლობაში პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის დაფინანსებაში არაუმეტეს 300 ლარისა. მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება. 16.2.7. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 21 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული პირების დახმარება სატრანსპორტო ხარჯების შემსუბუქების მიზნით. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის ყოველკვარტალურად თანხის გადარიცხვას 150 ლარის ოდენობით. ასევე, პერიტონალურ შემთხვევებზე-თბილისში ტრანსპორტირებისათვის ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; დ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.8. ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 80 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ ჩართული მოქალაქეები საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერატიული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით: სამედიცინო დაწესებულებაში გადაირიცხება ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 50%, არაუმეტეს 500 ლარის. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის მიერ ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა არ აღემატება 200 ლარს, ანაზღაურება განხორციელდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით. მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV – 100/ა; გ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშფაქტურა); დ) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება. 16.2.9. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ბ) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 139 900 ლარი. გ) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ საქველმოქმედო ასოციაცია „გურია“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ბენეფიციართა „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; დ) ბენეფიციართა სანიტარიულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას; ე) სხვა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფას; ვ) ზაფხულის სეზონზე, ბენეფიციარებისათვი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები: საქველმოქმედო ასოციაცია „გურია“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ლარისა ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. ე) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 150 (35*150=5250) ლარის ოდენობით. ვ) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I ჯგუფი) პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 100 (474*100=47400) ლარის ოდენობით კომუნალური გადასახადების დასაფარად. პროგრამით სარგებლობისათვის უფლებამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. ზ) განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 11 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ი) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.11. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 8 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ი) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება არაუმეტეს 500 ლარისა. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა შუამდგომლობას სავალდებულოა დაერთოს გარდაცვალების მოწმობა, სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.12. სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის განმახორციელებელი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 42 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, ღირშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. განსახორციელებელი ღონისძიებები:
16.2.13. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 290 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ან/და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის ბინის ქირის საფასურით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში სამშენებლო მასალებით დახმარება. 16.2.14. სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 90 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა: სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო ოპერაციებისათვის, სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო კვლევებისათვის, ქვეყნის ფარგლებში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიზნით გადაადგილებისათვის (რეანომობილით მომსახურებისათვის), ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირთა (ოჯახთა) ერთჯერადი ფულადი სახით დახმარებას (არაუმეტეს 500 ლარისა), რომლებმაც ვერ ისარგებლეს ამ მუხლით გათვალისწინებული ქვეპროგრამებით. სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (სამედიცინო თანადაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების სხვა პროგრამაში) (ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხის 50% არაუმეტეს 500 ლარისა), ასევე არაპროგრამული რეფერალური მომსახურება უნაღდო ანგარიშსწორებით (ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხა არაუმეტეს 400 ლარისა). გამონაკლის შემთხვევაში – ფინანსური დახმარება ტრანსპორტირებისათვის. 16.2.15. გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 14 000 ლარი. პროექტი „ძალადობის პრევენცია და გენდერული პოლიტიკის ამაღლება თვითმმართველობაში“ ღონისძიების განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო. ღონისძიების ბიუჯეტი: 12 000 ლარი. ღონისძიების აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების მიმართ ძალადობის პრევენცია, გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების გაცნობა მათი საზოგადოებასთან შემდგომი ინტეგრირების მიზნით. პროექტი მიზნად ისახავს სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანას არამარტო პროექტით გათვალისწინებული პირებისათვის არამედ ისინი უფასოდ მოემსახურებიან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს. განსახორციელებელი ღონისძიებები: ა) სტატისტიკური მონაცემების მოკვლევა; ბ) ბენეფიციართა შერჩევა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მიხედვით; გ) საპრეზენტაციო ბანერის, ბუკლეტებისა და ფლაერების დამზადება; დ) სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანა და მოსახლეობისათვის უფასო კვლევების ჩატარება; პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს დაეხმაროს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, ხელი შეუწყოს ქალების მეტ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ძალადობის მსხვერპლ ქალებს გაეწევა პროფესიული დახმარება გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმებისა და კრიზისის დაძლევაში, ჩატარდება სკრინინგ-ჯგუფის მიერ გამოკვლევები. 16.2.16. მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 16) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 118 500 ლარი. პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების მიზნით მათი ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა. 16.2.17. ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 17) ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური, ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ბ) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 10 100 ლარი. გ) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში ოზურგეთში, მეცნიერების ქ. №16-ში მდებარე „ხანდაზმულთა სახლის“ კომუნალური გადასახადების დაფინანსება. დ) „ხანდაზმულთა სახლის“ მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე. 16.2.18. ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 18) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 21 000 ლარი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 70000-ის ჩათვლითაა, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 80% არაუმეტეს 150 ლარის ფარგლებში წელიწადში ერთხელ ძვირადღირებულ კვლევაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია). პროგრამის მიზანია ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება დაფინანსება. მოქალაქემ განცხადებასთან ერთად შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშფაქტურა); გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი; დ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 16.2.19. სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 19) ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური; ბ) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 70 000 ლარი. გ) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ოზურგეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70000-ის ჩათვლითაა, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გამოუყოფს 1200 ლარს (ყოველთვიურად 100 ლარი) 1 წლის განმავლობაში ბავშვისთვის ბავშვის მოვლის საგნებისა და საკვების შესაძენად. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან. შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს. პროგრამით სარგებლობის მსურველმა უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); დ) ინვოისი აფთიაქიდან ყოველთვიურად (არაუმეტეს 100 ლარისა); ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად; დ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. |
მუხლი 17.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გადასახდელები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები