დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.153.016420 |
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი, დროშა) გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი, დროშა) ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
|
| მუხლი 4 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას.
|
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 2 სექტემბრის დადგენილება №38 (სსმ, 09/09/2013, 010250020.35.153.016178).
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს: საგერბე ფარს, რომლის მეწამულ (წითელ) ველს ოთხ ნაწილად ყოფს ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი. ფარის პირველ ნაწილში, მეწამულ ველზე, გამოსახულია ვერცხლის პერანგი (კვართი); მეორე ნაწილში – ვერცხლის ორკაპა ჯვარი და ძველი ოქროს გვირგვინი; მესამე ნაწილში გამოსახულია – ოქროს ისრებით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით; მეოთხე ნაწილში – მეწამულ ველზე, ვერცხლის მოკვეთილი ხელი ვერცხლის (თეთრი) გონიოთი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი გახსნილი კარიბჭით. გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის ასომთავრული წარწერა – „მცხეთა“ და ჰერალდიკური ორი ვერცხლის ჯვარი. ბაფთას აქვს ვერცხლის სარჩული. მცხეთის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს: მართკუთხა მეწამულ (წითელ) ნაჭერს პროპორციით 2/3. დროშის მეწამულ ველზე, ცენტრში, გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ჰერალდიკური ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ვერცხლის (თეთრი) ჯვრით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები