დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.141.016257 |
32
28/02/2018
ვებგვერდი, 06/03/2018
010260030.35.141.016257
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №13 დადგენილებაში „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 29/01/2018, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.141.016239) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა. 1. სამსახურის დებულებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.“; ბ) ამოღებული იქნეს 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი გ)ამოღებული იქნეს მე-10 მუხლი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები