დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.141.016247 |
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. შევიდეს ცვლილება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №11 დადგენილებაში „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვებგვერდი (www.matsne.gov.ge) 29/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.141.016237) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.“; ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მერიის თანამდებობის პირები 1. მერიის თანამდებობის პირები არიან: ა) პოლიტიკური თანამდებობის პირები (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე); ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ(ებ)ი. 2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. 3. მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენება, დანიშვნა/გათავისუფლებას და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ხოლო მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების დანიშვნა/გათავისუფლების საკითხი დარეგულირებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“; გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ბ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ.ა) „ბ.ბ) კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტებს;“; გ.ბ) „გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;“; დ) მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − მერის მოადგილე.“; ე) მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან.“; ვ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისთვის.“; ზ) მე-18 მუხლის „ა’’ და „ბ’’ პუნქტები ამოღებულ იქნეს; თ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები 1. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია: ა) მერის ბრძანება; ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება; გ) მერის მოადგილის ბრძანება; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება; 2. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში. 3. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ სტენდზე, აღნიშნული აქტი დამატებით შესაძლებელია გამოქვეყნდეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.“ ი) 24-ე მუხლის „ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მერი უფლებამოსილია შეიმუშაოს სამართლებრივი აქტების პროექტები და დასამტკიცებლად წარუდგინოს საკრებულოს.“; კ) 32-ე და 33-ე მუხლები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები