ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №2 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგებილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №2 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგებილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016246
21
28/02/2018
ვებგვერდი, 07/03/2018
010250020.35.141.016246
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №2 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგებილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2018 წლის 22 იანვრის №2 „ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის დებულების  დამტკიცების შესახებ“ დადგებილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 22 იანვრის   №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29.01.2018წ.,  სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.141.016228)  შეტანილი  შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების  დანართის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ)დადგენილების  დანართის  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

გ) დადგენილების  დანართის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულს უძღვება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

დ) დადგენილების  დანართის  მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს  (ღია კონკურსი და დახურული კონკურსი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია.“; 

ე) დადგენილების  დანართის  მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან