დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.142.016190 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/03/2018 - 20/02/2019)
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 თებერვლის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22/02/2017, 200140030.35.142.016146).
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1. ქ. ნინოწმინდის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“
) დიფერენცირებულია ქ. ნინოწმინდის საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით, გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN – არის კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქ. ნინოწმინდის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 20-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. ნინოწმინდის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,28 ლარს; 5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,55 ლარს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები