დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016568 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016445) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „ორფოლო“ (სამხრეთი);“. ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია;". 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „ორფოლო“ (სამხრეთი): ზ.ა) ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, საწვრთნელი პოლიგონებით, სასროლეთებით და ტექნიკური საშუალებებით; ზ.ბ) უზრუნველყოფს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას; ზ.გ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას;“. ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია: თ.ა) უზრუნველყოფს სერჟანტთა, საკარიერო სამხედრო განათლების პროგრამით მომზადებას; თ.ბ) ახორციელებს სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას; თ.გ) ახორციელებს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას; თ.დ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას;“. 3. მე-5 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „71. სარდლობის სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და სარდლობის სამხედრო მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების, სამხედრო-პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სარდლობის სერჟანტი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 15 მარტიდან. 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 25 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები