დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340020.22.038.016973 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/06/2015, 010340020.22.038.016469) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1 - ე3“ ქვეპუნქტები: „ე1. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა და სამუშაოთა შესრულების ყოველკვირეული კონტროლი, მათ შორის, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გრაფიკის დაცვის კონტროლი; ე2. მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შესაძლო ცვლილებების შესწავლა და შემდგომ კურატორ მინისტრის მოადგილესთან განსახილველად წარდგენა; ე3. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დასურათება და შესაბამისი ოქმის შედგენა;“. 2. მე-10 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კვირაში არანაკლებ ერთხელ, ზედამხედველობს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებს და აკონტროლებს სამუშაოთა შესრულებას ყველა ეტაპზე, მათ შორის, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გრაფიკის დაცვას, უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შესაძლო ცვლილებების შესწავლას, ხარვეზების აღმოჩენას;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები: „გ1) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, წერილობით მიმართავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს ხარვეზის გამოსწორების მიზნით, თუ ამ ხარვეზის აღმოფხვრა შესაძლებელია არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებების წარდგენას დეპარტამენტის უფროსთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილების შეტანის მიზნით; გ2) უზრუნველყოფს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის ყოველკვირეულ დასურათებასა და შესაბამისი ოქმის შედგენას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები