ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.139.016270
12
28/02/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
010260000.35.139.016270
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №29 დადგენილება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge,  23/07/2014, 010260000.35.139.016145)
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის  დებულება

 


მუხლი 1. სამსახურის სამართლებრივი  უზრუნველყოფა
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის დებულებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. სამსახური  წარმოადგენს  ბორჯომის  მუნიციპალიტეტის  მერიის  სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს მუნიციპალიტეტის სახელით.
4. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი  განისაზღვრება  ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. სამსახური ფინანსდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, სამსახურზე, მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მიმაგრებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას.
6. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო,  ბორჯომი  მესხეთის №5.

მუხლი 2. სამსახურის მუშაობის საერთო წესი და  საქმისწარმოება
1. სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით.
2. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი.
3. სამსახური საქმისწარმოებისას იყენებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ტიტულიან ბლანკს;
4. სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.

მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის მიზანი
სამსახურის საქმიანობის მიზანია:
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით განსაზღვრული შესყიდვებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა.
2. შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვა, შესყიდვებში მონაწილეთა  მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა.
3. შესყიდვების პროცესში კონკურენტული გარემოს შექმნის და შესყიდვების პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის  კომპეტენციის  მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ბორჯომის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება:
1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურის ხელმძღვანელი;
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელი;

მუხლი 5. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩაატაროს თათბირები;
გ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში;
დ) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერიის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ და ადმინისტრაციული ერთეულის ორგანოებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში;
გ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
დ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის.

მუხლი 6. სამსახურის ფუნქციები 
დადგენილი  წესით უზრუნველყოფს:
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  შესყიდვების წლიური გეგმის შედგენას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების მიერ, დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, აღნიშნულ გეგმაში საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე ცვლილებების შეტანასა და სახელმწიფო ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებას;
2. წლის განმავლობაში შესყიდვების პროცედურების განხორციელებას  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად შესყიდვების საშუალების შერჩევას და შესყიდვების განხორციელებას.
3. შერჩეული შესყიდვის საშუალებების კონონმდებლობით  გათვალისწინებული, დოკუმენტაციის შედგენას, შესყიდვის პროცედურების მომზადებას, სატენდერო/საკონკურსო კომისიის აპარატის ფუნქციების შესრულებასა და სატენდერო/საკონკურსო კომისიის პროცედურების ჩატარების ტექნიკურ უზრუნველყოფას;
4. შესყიდვების, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განხორცილებისას მასალების მომზადებას.
5. შეყიდვების ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის საშუალებით განხორციელებისას მასალების მომზადებას.
6. შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას.
7. შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების  და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას  და შენახვას;
8. სატენდერო/საკონკურსო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტაციის წარმოებას;
9. კონკურსისა და ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას;
10. შესყიდვების  ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.
11. შესყიდვების პროცედურის კანონიერების დაცვას, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადიკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას.
12. შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას.
13. კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას.
14. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფას.
15. ახორციელებს  კანონმდებლობით  გათვალისწინებულ  სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. სამსახურის განყოფილების ფუნქციები 
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება:
1. ახორციელებს დამტკიცებული გეგმის მიხედვით, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შესყიდვების ორგანიზებას და დოკუმენტალურ უზრუნველყოფას, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუზველზე.
2. მონაწილეობს ინვენტარიზაციიის ჩატარებაში და საინვენტარო უწყისის შედგენაში.
3. აწარმოებს მატერიალური ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მწყობრიდან გამოსული ინვენტარის არსებული წესით ჩამოწერას.
4. ახორციელებს ადმინისტრაციული შენობის ელექტრონული და საკომუნიკაციო სისტემების მოვლა-პატრონობას, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვით ღონისძიებებს.
5. უზრუნველყოფს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის მომზადებას კომპეტენციის ფარგლებში და შესყიდული პროდუქციის გადაცემას მოთხოვნის შესაბამისად.
6. აწესრიგებს საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, საკრებულოს და მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლების სამუშაო პირობებს, უზრუნველყოფს მათი მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკისა და ინვენტარის მიწოდებას.
7. ახდენს ოფიციალური დელეგაციებისა და საპატიო სტუმრების მიღებების მატერიალურ– ტექნიკურ უზრუნველყოფას.
8. უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების ტექნიკურ გამართულობას, ამარაგებს საწვავ-საპოხი მასალებით და ავტოსათადარიგო ნაწილებით.
9. უზრუნველყოფს სამეურნეო -ტექნიკური პერსონალის მუშაოების  ორგანიზებას.
10. ასრულებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, მერისა და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებებს.

მუხლი 8. სამსახურის მართვა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები განისაზღვრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის ხელმძღვანელის სამუშაოთა აღწერილობით.
3. სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
დ) საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით, დადგენილი წესით, შეიმუშავებს და წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ე) ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს დადგენილი წესით წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ვ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტების და დამუშავების მიზნით იწვევს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეული;
ზ) სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობას;
თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ი) მერს წარუდგენს წინადადებებს მომსახურეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზრუნავს და უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას;
კ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის ზედამხედველობას. ამ დებულების შესაბამისად აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
ლ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) ბორჯომის თვითმმართველი ერთეულის მერის წინაშე შუადგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, შეაქვს წინადადება სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ;
ნ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი წინადადებების მომზადება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირებისა და სოციალური დაცვის შესახებ;
ო) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
პ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ჟ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე;
რ) სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
ს) სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი.
ტ) სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ხელმძღვანელი.

მუხლი 9. სამსახურის პერსონალი
1. სამსახურის მოხელეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები.
2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამსახურის მოსამსახურეების შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობანი და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სამსახურის თანამდებობათა ნუსხას, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს მერის წარდგინებით ამტკიცებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
6. სამსახურის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 10. სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის  წესი
1. სამსახურის  მოსამსახურეებს,  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით,  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი.
2. შესაძლებელია სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით, ცალკეული საკითხების მოსამზადებლად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად, დადგენილი წესით, მერის მიერ მიღებულ იქნენ შტატგარეშე მოსამსახურეები.

მუხლი 11. სამსახურის მოსამსახურეთა  უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის  მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სამსახურის საქმიანობის თაობაზე; 
ბ) მიიღონ მათი სამსახურებრივი მოვალეობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა შესაბამისი მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით, ისარგებლოს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) სამსახურის ხელმძღვანელს დადგენილი წესით პერიოდულად წარუდგინონ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში;
დ) სამსახურებრივი მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელს წარმოუდგინონ წინადადებები, მოამზადონ დასკვნები, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები;
ე) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ვ) განუხრელად შეასრულონ შრომის შინაგანაწესის დადგენილი მოთხოვნები;
ზ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას;
თ) შეასრულონ ამ დებულებით, შინაგანაწესით, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული მოვალეობები და ცალკეული დავალებები.

მუხლი 12. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების  საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ბორჯომის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
4. სამსახურის სახსრები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს ბორჯომი თვითმმართველობის საკრებულო და მერი, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის და ეფექტიანობის ზედამხედველობას.
6. სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად მერს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია.