ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.139.016267
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
28/02/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
010260000.35.139.016267
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/03/2018 - 25/04/2018)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge,  24/02/2015, 010260000.35.139.016180).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა  და მშენებლობის სამსახურის დებულება 

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის რქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველო ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს;

სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილები მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვოს პირობების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება  ამ  დებულებით  და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას; სამსახურის მისამართია: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. №5;

 


მუხლი 2. სამსახურის მიზნები და ამოცანები
1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროა მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების, სივრცითი-ტერიტორიული მოწყობის და ქალაქთმშენებლობის ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება, არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი საქმიანობის მართვა. მიზანი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა პერსპექტიული განაშენიანების განვითარების თვალსაზრისით; 
2. ამოცანები:
ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საერთო სივრცით-ტერიტორიული სურათის ასახვა, ანალიზი და შემდგომი განახლება;
ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვითარების გეგმაზომიერი და მეთოდური მოწესრიგება არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობის თვალსაზრისით;
გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და შემდომი სრულყოფა.
დ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პერსპექტიული განაშენიანების ხედვის ჩამოყალიბება და ასახვა;

მუხლი 3. ფუნქციები
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების და ობიექტების მეთოდური შესწავლა, მონიშვნა, აღწერა, ასახვა, საინფორმაციო ბანკის შექმნა და ინფორმაციის განახლება მიმდინარე ვითარების საერთო სურათის წარმოდგენის მიზნით;
2. საერთო სურათის ანალიზი, კრიტიკული წერტილების დადგენა და ინფორმაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მისი გათვალისწინებისა და გამოყენების მიზნით; საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროს  მიერ დამტკიცებული დებულებების  საფუძველზე მოამზადოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესები;
3. დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული „განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად განახორციელოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების საკითხების რეგულირება; ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე დასვას საკითხი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სქემის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციათა შემუშავებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ;
4. კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ზედამხედველობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტები შემუშავებისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე;
5. უზრუნველყოს დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმება;
6. მოამზადოს და ინვესტორებზე (დამკვეთებზე) გასცეს შენობა-ნაგებობის დაპროექტებაზე, ასევე სივრცითი მოწყობის დაგეგმვი დოკუმენტაციათა დამუშავებაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები;
7. გაცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად განიხილოს და შეითანხმოს შენობა-ნაგებობები (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტები და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციები;
8. უზრუნველყოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვა;
9. კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით მოამზადოს დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვების გასაცემად მისი  კომპეტენციის ფარგლებში;
10. განახორციელოს    კანონმდებლობით    დადგენილი,    მის    კონტროლს     დაქვემდებარებული,    სამშენებლო    ობიექტების სისტემატური შემოწმება;
11. უზრუნველყოს კანონმდებლობით  დადგენილი სახელმწიფო ინტერესების დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
12. მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შენობა-ნაგებობების ვარგისიანად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) ადმინისტრაციული წარმოების და დასკვნის მომზადების სამუშაოების ჩატარება;
13. განახორციელოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის  მიერ  სახელმწიფო  შესყიდვებთან  დაკავშირებულ  საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი არსებული წესის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
14. პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სხვა პირის ჩართვის უზრუნველყოფა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან; 
1. სამსახურის ქვედანაყოფებია:
ა) ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება; 
ბ) არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება;
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის ხელმძღვანელების სამუშაოთა აღწერილობით. 
3. სამსახურის განყოფილებები შედგება განყოფილების ხელმძღვანელებისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

მუხლი 5. სამსახურის ხელმძღვანელობა
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
1. სამსახურის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის.
დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ფუნქციებს და უფლებამოსილებებს. წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.
ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; განსაზღვრავს სამსახური საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს თავის კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოების  შესახებ;
თ) ანგარიშვალდებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
2. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე;

მუხლი 6. ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციები
1. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების განსაზღვრა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
2. არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და განვითარების, ახალ ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
4. მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე პროექტის მომზადება;
5. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვის უზრუნველყოფა;
6. IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინსტრაციული წარმოების პროცესში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმების ზრუნველყოფა; საამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მონიტორინგის განხორციელება, მათ შორის   სნებართვო   მშენებლობის   გამოვლენის   მიზნით;   საამშენებლო   სამართალდარღვევის    გამოვლენისას,    შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მისი უფლებამოსილების ფარგლებში, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
7. გარე რეკლამის განათვსების რეგულირება;
8. ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე  შშმ  პირებისათვის,  ბავშვებისა  და  მოხუცებისათვის  ინფრასტრუქტურის სათანადო ადაპტირების და აღჭურვის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელება;
9. მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შენობა-ნაგებობების ვარგისიანად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება ადმინისტრაციული წარმოების და დასკვნის მომზადების სამუშაოების ჩატარება.
10. მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
11.  სამსახურში არსებული საამშენებლო დოკუმენტაციის უსაფრთხო შენახვის და დაცვის უზრუნველყოფა;
12. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება.
13. პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში სხვა პირის ჩართვის უზრუნველყოფა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.

მუხლი 7. არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
1. არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და  განვითარების, ახალი ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
2. ბორჯომის   მუნიციპალიტეტის   მიერ   განხორციელებულ   სახელმწიფო   შესყიდვებზე   (საქონელი,    სამუშაო,    მომსახურების მონიტორინგი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და პირობების შესრულებაზე სრული კონტროლი განხორციელება.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესრულების უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
4. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფის და დგომა/გაჩერების წესების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
5. მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; შეადგინოს და აწარმოოს საინფორმაციო ბაზა მოსახლეობაში არსებულ ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ სახეობების მიხედვით, წარმოადგინოს პრობლემის გადამჭრელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების პროექტი; მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება. დასახლებათა ძირითადი    ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების შემუშავება და განსახილველად წარდგენა.
6. ახალი მშენებლობით განპირობებული არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოების პირობების შესწავლა;
7. მონიტორინგი სამშენებლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის, უნებართვო მშენებლობის გამოვლენის მიზნით.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს დებულება, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.