„საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბერის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბერის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016284
75
28/02/2018
ვებგვერდი, 07/03/2018
010250050.35.130.016284
„საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბერის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №75

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. საჩხერე

 

„საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №32 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 24/11/2017 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016242)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. მერის მოადგილე

1. მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

2. მერის მოადგილე უფლებამოსილია განიხილოს მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული მოქალაქეთა განცხადებები და ხელი მოაწეროს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მომზადებულ წერილებს, მათ შორის საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებულ საგარანტიო და სხვა წერილებს.

3. მერის მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

5. მერის მოადგილეს უფლებამოსილებები უჩერდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ხოლო უფლებამოსილება უწყდება, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. მერის მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდება აგრეთვე ახალი მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).

6. მერის მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს მერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი