დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016276 |
|
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.103.016257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. განისაზღვროს: 1. შემოსულობები 11,422,7 ათ. ლარით. 2. გადასახდელები 14,387,8 ათ.ლარით. 3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 8,036,8 ათ. ლარით. მათ შორის: ა) გათანაბრებითი ტრანსფერი – 3,722,8 ათ.ლარი; ბ) მიზნობრივი ტრანსფერი – 125.0 ათ.ლარი; გ) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი – თანხა 4,189,0 ათასი ლარი. 4.სარეზერვო ფონდი 170.0ათ.ლარით;“.
|
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“. |
3.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
“. |
4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2018 წლის შემოსავლები 7 748.22 ათასი ლარის ოდენობით:
|
5.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. მესტიის მუნიციპალიტეტის გრანტები: განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2018 წლის გრანტები 2938,1 ათასი ლარის ოდენობით :
“. |
6.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2018 წლის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 715,0 ათასი ლარის ოდენობით:
“. |
7.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯები 7194,5 ათასი ლარის ოდენობით:
“. |
8.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. მესტიის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3847,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
2. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“. |
9.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია :
“. |
10.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 3293,4 ათასი ლარით.". |
11.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს - 3785,2 ათასი ლარით.“ . |
12.
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 491,9 ათასი ლარით.“. |
13.
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. მესტიის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 170,0 ათასი ლარით.“. |
14.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 11535.5 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
თავი II ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2018 -2021 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და განათლების ხელშეწყობას. მესტიის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
შემოსულობების ნაწილში: 2018 წლისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წარმოდგენილია 7 748,4 ათასი ლარის ოდენობით. ცალკეულ სახეობათა მიხედვით შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები იძლევა შემდეგ სურათს: გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 4,095.1 ათას ლარს მათ შორის: საშემოსავლო გადასახადებიდან მისაღები შემოსავალი შეადგენს 200,0 ათას ლარს, ქონების გადასახადი წარმოდგენილია 3,895.1 ათასი ლარის ოდენობით,რაც თავის მხრივ შედგება:
გრანტებით მისაღები საპროგნოზო თანხა შეადგენს 2 938,1 ათას ლარს, მათ შორის:
მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ფინანსდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა და ააიპ „მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.“. სხვა შემოსავლებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 715,0 ათას ლარს, მათ შორის:
მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორები წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები:
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამულიკოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტური მშენებლობა-რეაბილიტაცია და საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, დაფინანსება და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია, სკვერების, სანიაღვრე არხებისა რეაბილიტაცია, ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყობა სპორტული მოედნები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მუნიციპალიტეტის გზების და ხიდების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში გზების და ხიდების რეაბილიტაცია. დაგეგმილია ცენტრალური გზიდან სოფელ ცხუმარამდე მისასვლელი საავტომობილო გზის (6კმ მონაკვეთი) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრალური გზიდან სოფელ იდლიანამდე მისასვლელი საავტომობილო გზის (7კმ მონაკვეთი) რეაბილიტაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე-განათების ქსელის გაფართოება. არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიება დასუფთავების არეალის გაფართოება, ასევე წყლის სისტემისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაციის ღონისძიებები. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ასევე სოფლის ცენტრებში ახალი განათების ბოძების მოწყობა. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზის ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში – ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დაგეგმილია მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბა მესტიაში ლ. ფილფანის სახელობის თეატრის თანადაფინანსებაში თანამონაწილეობა. დაგეგმილია ასევე სოფელების: მესტიის ბაგა-ბაღის, ცხუმარის, ეცერის (ბარში), ლატალის, მულახის (ჟაბეში და ჭოლაში), ბეჩოს (მაზერი) მშენებლობა, ხოლო ეცერის (ცენტრი) იდლიანის და ხაიშის საბავშვო ბაღების მშენებლობის დასრულება. დაგეგმილია საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით სათვალთვალო ვიდეო კამერების მონტაჟი. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში სანიაღვრე-სარწყავი არხების და მდინარის ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა- რეაბილიტაცია. რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებით განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებით განხოეციელებული პროექტების 10 %-იანი თანადაფინანსება. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში ფინანსდება სახელოვნებო სკოლაც, რომლის მიზანია მოზარდების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება ხელოვნების სხვადასხვა დარგების მიხედვით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 22 ბაღი და დაემატება კალის და უშხვანარის ბაღები, სადაც განათლებას იღებს 454 ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა ხარჯს, მათ შორის: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებს, ბავშვების კვების და სხვა მიმდინარე ხარჯებს. ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა. მომდევნო წლებში დავგეგმეთ სხვადასხვა დარგების დამატება, რაც გამოიწვევს პედაგოგთა და მოსწავლეების რიცხვის გაზრდას და მათ აქტიურად ჩართვას სასწავლო პროცესში. ხელოვნების სკოლის ამოცანაა პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა; ხელოვნების სკოლის ფუნქციები მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: 1) საფორტეპიანო სწავლება. 2) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება. 3) ფოლკლორი და სახვითი ხელოვნების სწავლება. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვასაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების განვითარება და რეალიზება. მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსის ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის მიზნით განხორციელდება აიპიების შერწყმა-გაერთიანება კერძოდ, ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო ხელოვნების სკოლა“ (ს/კ435891466), ა(ა)იპ „ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი“ (ს/კ 435891180) და ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური“ (ს/კ 235895162) გაერთიანების და შერწყმის (გაერთიანების) შედეგად შეიქმნება ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრი“ . მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ა(ა)იპ „სპორტული სკოლების გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ემსახურება ახალგაზრობის მაქსიმალურ ჩართვას სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებისათვის სპორტული გამაჯანსაღებელი პირობების შექმნას. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი და ბიბლიოთეკები. კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი მასში შემავალი ხუთი კულტურის სახლი, ორი სასოფლო კლუბი, ახალგაზრდული ცენტრი ,,ბეთქილი”, ორი სახელობითი მუზეუმი, სამი ფოლკლორული ანსამბლი: ,,რიჰო”, ,,ლატალი”, ახალგაზრდული ფოლკლორული ჯგუფი ,,ბეთქილი”. ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ბიბლიოთეკების დაფინანსება მიზნად ისახავს მკითხველთა სწრაფ და სრულ დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფას. ხელსაყრელი პირობების შექმნას, პიროვნების შემოქმედებითი განვითარებას. მოსახლეობის ყველა ფენის მომსახურებას. საბავშვო ან მასობრივ ბიბლიოთეკებში ფონდების შექმნის მიზნით კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების მიოწყობა. მომდევნო წლებში დაგეგმილია: კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზის გაკეთება, რაც მკითხველის მოზიდვას გამოიწვევს, საცავის რეაბილიტაცია, სადაც განლაგებულია ფონდი. ახალი ბეჭდური პროდუქციის შექმნა. მთავარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა. ხელოვნების სახლ მუზეუმი (05 02 05) აიპ – ხელოვნების მუზეუმი მიზნად ისახავს მხატვარი ძმების ირაკლი, მარატ და გოვენ ფარჯიანების თანამედროვე ხელოვნების მემორიალური სახლ-მუზეუმის ფუნქციონირებას და რეაბილიტაციას. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (05 03) პროგრამა უზრუნველყოფს: ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას შემეცნებით-ინტელექტუალური კონკურსებში მონაწილეობით, სტუდენტების განათლების მიღების ხელშეწყობას პირველკურსელთა სწავლის თანადაფინანსებით, ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას გასართობი სახალისო სპორტულ თამაშებში, ამ მიზნით ტარდება ღონისძიებები, მათ შორის: სასკოლო ოლიმპიადა, კონკურსი „ინტელექტი“, 26 მაისი, ბავშვთა დაცვის დღე, ფოლკლორული ფესტივალი „ზემო სვანეთი“, მიხეილ ხერგიანის სახელობის ტურნირი მეკლდეურობაში, მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი , ეტალონი-მედია, საახალწლო ღონისძიება. აღნიშნული პროგრამა ემსახურება ახალგაზრდა თაობის მრავალმხრივ განათლებას და ზოგადი უნარების ჩამოყალიბებას. ააიპ „ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი“ (პროგრამული კოდი 05 04) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში თეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, პერსონალის დაფინანსება. ა.ა.იპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის" დაფინანსება(05 05) აღნიშნული ქვეპროგრამა ემსახურება კულტურული ძეგლების აღრიცხვას და რეაბილიტაციას, რაც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და დაცვას. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ხანძრით და ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებული ოჯახების დახმარებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობა (პროგრამული კოდი 06 01) ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, რომლის მიზანია გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების წესის დამკვიდრება. გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებების ჩატარება. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალურიდახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) განცხადებით მომართვის შემთხვევაში – მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები და 18 წლამდე შშმ. ბავშვებზე, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარჩენალდაკარგული ოჯახების და შშმ ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი მძიმე ავადმყოფების ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მგომარეობიდან გამომდინარე მიზან-შეწონილია ზემოთ აღნიშნული კონტინგენტისათვის შეიქმნას სპეციალური სოციალური სახის ერთდროული ფულადი დახმარების პროგრამა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეს უფინანსდება საჭირო სამედიცინო მომსახურება, თუმცა სადაზღვეო კომპანიების მიერ გარკვეული სახის გამოკვლევები და მკურნალობა არ ფინანსდება, ან ფინანსდება ნაწილობრივ; მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ვერ ახერხებს აღნიშნული მომსახურეობის მიღებას, რადგან ეს ყველაფერი ტრანსპორტირების ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ამ კატეგორიის მოსახლეობას არ გააჩნია; აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ შემდეგი სახის დახმარების გაწევა. 1. სიღატაკის ზღვარზე მყოფი ოჯახების დახმარება (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღებატება 35 000-ს) (100-350 ლარი) 2. სოციალურად დაუცველი მძიმე ავადმყოფების დახმარება (100-350 ლარი) პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, მძიმე ავადმყოფი პირებისთვის ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების გაწევა. ასევე სიღატაკის ზღვარზე მყოფი ოჯახების დახმარება (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 35 000-ს). სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მცირე, მარტივი ტიპის სათბურების მშენებლობა ან ერთჯერადი მატერიალური ფულადი დახმარების გაწევა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ვეტერანთა (ხანდაზმულთა) სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების და ომის მონაწილე და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირების, ხანდაზმულთა (90 და მეტი წლის უხუცესები) დახმარების პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა.
აღნიშნული პროგრამის მიზანია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების და ომის მონაწილე და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირების, ხანდაზმულთა (90 და მეტი წლის უხუცესები) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მესტიის მუნიციპალიტეტის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან ფაქტობრივად (მუდმივად) მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ (თემის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე – საცხოვრებელი ადგილის ფაქტის დადასტურების შესახებ) ოჯახებისა და ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა, რომელშიც შედის შემდეგი კატეგორიები: ახალშობილები, ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიკურად დაავადებული პირები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მრავალშვილიანები, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ენდოსკოპიური გამოკვლევის დაფინანსება, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის დაფინანსება, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფარისებრი ჯირკვლის გამოლკვლევა. ქვეპროგრამის მიზანია ახალშობილების მშობლებისთვის საჩუქრის სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობის მიზნით. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისა და ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, მათთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების და წახალისების მიზნით. ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიკურად დაავადებული ავადმყოფებისთვის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი მოსახლეობა ვერ ახერხებს ამ პროგრამით სარგებლობას რადგან შორი მანძილის და ტრანსპორტირების ხარჯების უქონლობის გამო ამ კატეგორიის ავადმყოფები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის სამინისტროში მისვლას. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანადაფინანსებას არ ითვალისწინებს, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს გეგმიური მომსახურების დოკუმენტების ნუსხა, რის შემდეგაც ხდება პაციენტის რეგისტრაცია დიალიზის მომლოდინეთა ცენტრში. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროსთან, პაციენტს კი მუდმივად ესაჭიროება აღნიშნული მომსახურეობის მიღება. ასეთივე პრობლემას აწყდება ონკოლოგიური და ფსიქიკურად დაავადებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მათი სამედიცინო მომსახურეობა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში შესაბამისი აპარატურისა და სპეციალისტების არარსებობის გამო პაციენტებს უწევთ ქ. თბილისში გამგზავრება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული კატეგორიის ავადმყოფებისთვის დახმარების გაწევა (ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად). სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ენდოსკოპიური გამოკვლევის დაფინანსება 100%-ის ოდენობით (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება ენდოსკოპიური გამოკვლევა). მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის დაფინანსება 70%-ის ოდენობით. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70%-ს, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, თანაგადახდა შეადგენს 30%-ს. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოლკვლევების თანადაფინანსება, რომელშიც შედის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკა - ულტრაბგერითი კვლევა, ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან - თირეოტროპული ჰორმონის (TSH) და პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) გამოკვლევა. თანადაფინანსება განხორციელდება თანხით, რომლის დაფინანსებაც არ ხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამულიკოდი 06 04) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ხანძრით და ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებული ოჯახების დახმარებას. სტიქიით, მათ შორის, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. დაზარალებულების ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა ხდება ინდივიდუალური წესით ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე თანხით არანაკლებ 500 (ხუთასი) და არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა. ". |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები