„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის №05/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის №05/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88/ძ
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 20/02/2018
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016100
88/ძ
20/02/2018
ვებგვერდი, 02/03/2018
010320040.33.062.016100
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის №05/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის

ბრძანება №88/ძ

2018 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის №05/ძ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის №05/ძ ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 09.01.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.33062.016093) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციის თანდართული დებულება (დანართი №1).“.

2. ბრძანების დანართ №1-ში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრიმანანა ქვაჩახია



დანართი №1

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციის  დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

ადმინისტრაცია არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუხლი 3

ადმინისტრაცია თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის (შემდგომში მინისტრი) ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 4

ადმინისტრაცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

 

თავი II

ადმინისტრაციის ამოცანები და უფლებამოსილებები

მუხლი 5

ადმინისტრაციის  ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროში თათბირების ორგანიზება და ოქმების შედგენა;

გ) მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და შეხვედრების მომზადება, პროტოკოლის უზრუნველყოფა;

დ) მინისტრის მივლინებების ორგანიზება;

ე) სამინისტროს საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მისი საჯარო გამოსვლების მომზადება;

ვ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულება და მათი შესრულების მონიტორინგი;

ზ) სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, აგრეთვე, უცხო ქვეყნებთან კავშირის კოორდინაცია;

თ) მინისტრის და სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენის კოორდინაცია;

კ) საზოგადოებრივი საბჭოების, კომისიების და სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება;

ლ) სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება და დამკვიდრება;

მ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;

ნ) სამინისტროს კორესპონდენციების, მათ შორის კონტროლზე აყვანილი დავალებების, დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;

ო) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

პ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის თანახმად;

ჟ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი.

 

თავი III

სტრუქტურა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

მუხლი 6

1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს აადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

მუხლი 7

ადმინისტრაციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ადმინისტრაციას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია ადმინისტრაციაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს საქმიანობას;

დ) ანაწილებს ფუნქციებს ადმინისტრაციის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ე)  ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალში ერთხელ, წლის ბოლოს კი საბოლოო, წლიურ ანგარიშს, აგრეთვე მინისტრის მოთხოვნით – ნებისმიერ დროს;

ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ადმინისტრაციის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ადმინისტრაციის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია ადმინისტრაციის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ი) პერიოდულად ისმენს ადმინისტრაციის მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

კ) შუამდგომლობს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ლ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს ადმინისტრაციის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

მ) ახორციელებს მინისტრის და სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფას;

ნ)  კოორდინირებას უწევს სამინისტროს ერთიან საქმისწარმოებას;

ო) ახორციელებს კონტროლს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს საქმიანობაზე;

პ) ახორციელებს მინისტრის მივლინებებისა და თათბირების ორგანიზებას;

ჟ) უზრუნველყოფს პროტოკოლის, მინისტრის შეხვედრების განრიგის დაგეგმვასა და შეხვედრების მომზადებას;

რ) კოორდინირებას უწევს სამინისტროს საქმიანობის გეგმის შედგენას;

ს) წარადგენს დასკვნებს ადმინისტრაციის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში გარკვეულ საკითხებზე;

ტ) კოორდინირებას უწევს მინისტრის სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნის დელეგაციებთან ურთიერთობას;

უ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 8

ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულია:

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო).

მუხლი 9

სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მინისტრის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მისი საჯარო გამოსვლების მომზადება;

ბ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, სამინისტროს საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

გ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსება;

დ) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 10

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის;

დ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოსამსახურეთა სამსახურებრივ საქმიანობას;

ე) ვიზირებით ადასტურებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებსა და პროექტებს;

ვ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ზ) შუამდგომლობს ადმინისტრაციის უფროსთან სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე, ასევე მათი წახალისების და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;

თ) უზრუნველყოფს მინისტრის საქმიანობის საინფორმაციო და საჯარო გამოსვლების მომზადებას;

ი) წარმართავს მასმედიასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;

კ) უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადებას და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებას;

ლ) ასრულებს მინისტრის, ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოს და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრისა და ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.

მუხლი 11

1. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, შრომითი ხელშეკრულებით, ადმინისტრაციის უფროსის დავალებით და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ ფუნქციებს.

2. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით.

4. ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

5. ადმინისტრაციის  საჯარო მოსამსახურეები:

ა) ასრულებენ ადმინისტრაციის უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებელნი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე.

 

თავი IV

დასკვნითი დებულება

მუხლი 12

ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.