ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190040.35.144.016323
8
23/02/2018
ვებგვერდი, 05/03/2018
010190040.35.144.016323
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №8

2018 წლის 23 თებერვალი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №38 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 07/08/2014; 010190040.35.144.016170) და დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 490 ლარის (ოთხას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;

ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისათვის;

გ) ამომრჩევლებთან თვის განმავლობაში არანაკლებ სამი შეხვედრისათვის“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი