დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.144.016321 |
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებით „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული დანართ №1-ში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016152) და:
1 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია „საქართველოს კონსტიტუცია“, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ , საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილება ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, საკრებულოს რეგლამენტი, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები”. 2.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. საკრებულოს აპარატი „აპარატის საქმიანობას წარმართავს პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი). აპარატის შემადგენლობაში შედიან ასევე პროფესიული საჯარო მოხელეები (შემდგომში მოხელე) – მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ დანართის მე-5 მუხლს დაემატოს ,,ო“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ო) ახორციელებს საქმიანობას სამუშაო აღწერილობების მიხედვით, რომლითაც განისაზღვრება როგორც პროფესიული საჯარო მოხელეების, ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 6. პირველი რანგის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხის და მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების (კომპეტენციებისა და ფუნქციების) პროექტებს“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ შესაბამისად, წარმართავს საკონკურსო კომისიის საქმიანობას და არის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე“. 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. აკონტროლებს აპარატის მოსამსახურეთა საქმიანობას და ახდენს მათ შეფასებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“. 9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ შესაბამისად. 2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ატარებს საკრებულოში შექმნილი საკონკურსო კომისია. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები