„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016712
20
26/02/2018
ვებგვერდი, 27/02/2018
140130000.22.034.016712
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №20

2018 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016557) პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ახლადმიღებული დაზიანება – დაზიანება, რომელიც  მოსათავსებელი/მოთავსებული პირის განმარტებით, მას მიღებული აქვს  დაკავებისას ან დაკავების შემდგომ, ასევე ყველა ის შემთხვევა, როდესაც მოსათავსებელი/მოთავსებული პირის განმარტების  შინაარსის მიუხედავად, თავად დაზიანების ხანდაზმულობის გათვალისწინებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ დაზიანება მიღებულია დამკავებელი ორგანოს თანამშრომლებთან პირის კონტაქტის პერიოდში.“.

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იზოლატორში, რომელშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოსათავსებელი პირისათვის პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად იზოლატორის ცვლის უფროსი იძახებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას. ასეთ შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ გარეგნული დათვალიერების ოქმს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შესაბამისად ავსებს იზოლატორის მოსამსახურე. გარეგნული დათვალიერების ოქმში მიეთითება მოსათავსებელი პირის გარეგნული მდგომარეობა, სხეულის დაზიანების შესაძლო ნიშნები, თუ სად მიიღო აღნიშნული დაზიანებები და რა ვითარებაში, ვის მიერ, აქვს თუ არა მოსათავსებელ პირს ვინმეს მიმართ რაიმე სახის პრეტენზია, რომელსაც შემდგომ ადასტურებს ხელმოწერით. მოსათავსებელი პირის მხრიდან ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმზე იზოლატორის მოსამსახურის მიერ უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. მოსათავსებელი პირის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის ან/და სხეულის ახლადმიღებული დაზიანების არსებობის შემთხვევაში იზოლატორის უფროსი ვალდებულია, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. დაზიანების ხანდაზმულობის შესახებ ინფორმაციას, იზოლატორის მოსამსახურე მოიპოვებს იმ სამედიცინო მუშაკისაგან, რომელმაც უშუალოდ ჩაატარა პირველადი სამედიცინო შემოწმება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია