დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.112.016347 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №54 დადგენილებაში (ვებგვერდი 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016336) შეტანილ იქნეს ცვლილება: |
ა)
დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ)
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გ)
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9925652 ლარის ოდენობით
“; | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დ)
დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7660122 ლარის ოდენობით
“; |
ე)
დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 915530 ლარის ოდენობით
“; |
ვ)
დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8932793 ლარის ოდენობით:
“; | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზ)
დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 495967 ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1690844 ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 108239 ლარის ოდენობით
“; |
თ)
დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რეადაქციით:
“; |
ი)
დადგენილების მე-13 მუხლის I პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. 1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ლანჩხუთის მინუციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები შეესაბამებოდეს სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. პროგრამის აღწერა: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ადგილობრივი მნიშვნელობის დაახლოებით 572,6 კმ. გზა. საიდანაც მოხლოდ 15 პროცენტამდე აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს, ხოლო დანარჩენი ექვემდებარება შემდგომ რეაბილიტაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთ გზებზე გადაადგილებისას მოსახლეობას უწევს არაკომფორტულად და ხანგრძლევი დროით მგზავრობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგეგმება ადგილობრივი გზების მშენებლობა რეაბილიტაცია და არსებულის მოვლა შენახვა. ასევე იგეგმება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის, ლესის, აცანა-აკეთის, ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზიანებული ხიდების აღდგენის სამუშაოები სულ 59296 ლარის ოდენობით, რომელიც დაფინანსდება 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებით გამოყოფილი თანხით – 46539 ლარი და საკუთარი შემოსავლებით – 12757 ლარით. ქალაქის, მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შიდა გზაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის №136 განკარგულებით 694479 ლარი და საკუთარი შემოსავლებით 36552 ლარი. 1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კომუნალური სერვისების გამართული ფუნქციონირება და ამ სერვისებით მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა. პროგრამის აღწერა: პროგრამა მოიცავს წყლის სისტემების, გარე-განათების და დასუფთავების სერვისების მიწოდებას. არსებული სიტუაციით, მუნიციპალიტეტში სრულად ვერ ხდება აღნიშნული სერვისების ხარისხიანი მიწოდება მოსახლეობისათვის. რისთვისაც საჭიროა აღნიშნული მიმართულებებით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება. 1.2.1. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის მიზანი: წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების ხელშეწყობა, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წყალსადენის ექსპლოატაციაზე გახარჯული ღირებულების გადახდა. ასევე განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჯურუყვეთის, ლესის და შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის №136 განკარგულებით 384100 ლარი და საკუთარი შემოსავლებით 20216 ლარი. 1.2.2. გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის მიზანი: გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის აღწერა: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია – დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება და მოვლა-პატრონობის ხარჯები. გარე განათების მოვლა პატრონობას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ,,ლანჩხუთი-ტექსერვისი“. 1.2.2.1. ა(ა)იპ – ლანჩხუთი ტექსერვისი ( 433642490) (პროგრამული კოდი 03 02 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციის მოვლა-პატრონობის ხარჯები. 1.2.2. 2. გარე განათების ელექტროენერგიის ღირებულება (პროგრამული კოდი 03 02 05 02) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება ქვეპროგრამის ფარგლებში. 1.2.3. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის მიზანი: სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნარჩენების დაგვა-დასუფთავება და მისი ოპერატიულად გატანა. ასევე მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების მოვლა და გამწვანების სამუშაოების ჩატარება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა. დასუფთავების მომსახურებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ,,ლანჩხუთი სერვისი“. 1.2.3.1. ა(ა)იპ – ლანჩხუთი სერვისი (433642677) (პროგრამული კოდი 03 02 06 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების მოვლა და გამწვანების სამუშაოების ჩატარება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაცვა მაწანწალა ძაღლებისაგან. 1.2.3.2. ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სტიქიით დაზიანებული ფიზიკური პირების საცხოვრებელი სახლების სახურავის აღდგენისათვის საჭირო მასალების შეძენა და ჯურუყვეთის ადმინისტრაციული შენობის სახურავის შეცვლა, რომელიც დაფინანსდება 2017 წლის 27 დეკემბრის №2712 განკარგულებით გამოყოფილი თანხით. ასევე განხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის, ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეულის და საფეხბურთო ბაზის ოთახების მიმდინარე სარემონტო სამუშაობი. ქალაქ ლანჩხუთში მრავალბინიანი სახლის სახურავის შეკეთების სამუშაოები საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის №136 განკარგულებით 122943 ლარი და საკუთარი შემოსავლებით 6471 ლარი. 1.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და განხორციელებული კეთილმოწყობის ღონისძიებების ხარისხიანობის უზრუნველყოფა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა. 1.3.1 ნაგავდამჭერების მოწყობა მდინარეზე (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ნაგავდამჭერების მოწყობა მდინარე სუფსაზე, რომელიც დაფინანსედება 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებით და საკუთარი შემოსავლების ხარჯზე. 1.3.2 საპროექტო დოკუმენტაციის, საექსპერტო მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა, ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის დაფინანსება, რომელიც დაფინანსედება 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებით და საკუთარი შემოსავლების ხარჯზე. 1.3.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასამონტაჟებლად ზოგადი ხედვის კამერების და კვების ბლოკების (შესაბამისი აღჭურვილობით და თანმდევი მომსახურებით) შესყიდვა . 1.4. სოფლის მეურნების მხარდაჭერის ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განითარების ხელშეწყობა. პროგრამის აღწერა: პროგრამა ახორციელებს მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, საგარეო-ეკონომიკურ კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობას. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრი. 1.4.1 ა(ა)იპ „საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრი ს/კ 233733984 (პროგრამული კოდი 03 05 02) ქვეპროგრამა ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან და დაძმობილებულ ქალაქებთან ურთიერთობის გაღრმავების ხელშეწყობას. ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას სოფლის მეურნეობაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრების გადაყვანის ხელშეწყობას. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. აგრობიზნესის განვითარების ხელშეწყობას.“. |
კ)
დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებისა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. კერძოდ, 4.2.1 ბიკარბონატული ჰემოდიალიზით –თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ჰემოდიალიზით დაავადებულებისათვის სატრანსპორტო ხარჯის დაფინანსება, აღნიშნული პროგრამით სარგებლობს 21 ბენეფიციარი. 4.2.2. მრავალშვილიანთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი18 წლამდე ასაკის შვილი, ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე მიიღებენ 25 ლარს. პროგრამით ისარგებლებს ის ოჯახები, რომლებიც არ არიან სოციალური შემწეობის მიმღები. 4.2.3 სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) გათვალისწინებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული მოქალაქეების სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარება - თანადაფინანსება და „C“ ჰეპატიტით დაავადებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება; 4.2.4 ა(ა)იპ – სარეაბილიტაციო ცენტრის ,,იავნანა“თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 09) გათვალისწინებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ცენტრ ,,იავნანაში“ დარეგისტრირებული 24 სოციალურად დაუცველი ბავშვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა-თანადაფინანსება; 4.2.5 მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტირებით მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 10) გათვალისწინებულია: მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა მგზავრობის ხელშეწყობა. ამ პროგრამით სარგებლობს 1 სკოლა , ბავშვების რაოდენობა 29; 4.2.6 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების ღონისძიებების დაფინანსება; 4.2.6.1 ა(ა)იპ – უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის პროგრამული კოდი 06 02 11 01) გათვალისწინებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები და რეგისტრირებული უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ( 0 დან 57000-მდე ქულის მქონე) 60 ბენეფიციარის ერთჯერადად კვება ყოველდღიურად უფასო სასადილოში, ასევე 20 ბენეფიციარზე ხდება საკვების მიტანა ბინაზე კვირაში ოთხჯერ 4.2.6.2 იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11 02) გათვალისწინებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა ერთჯერადად; 4.2.6.3 სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11 03) გათვალისწინებულია ომის მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში მათი ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანიობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდგომ გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე ვეტერანთა შეჭირვებული ოჯახების (50 ბენეფიციარი), სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლ შეჭირვებულ ვეტერანთა (5 ბენეფიციარი) დახმარების პროგრამა; 4.2.6.4 მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი შეჭირვებული ოჯახების დახმარების და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა(პროგრამული კოდი 06 02 11 05) გათვალისწინებულია: მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფა, მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარების; უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურეობის, ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების, მედიკამენტების შეძენაზე დახმარების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამები. 4.2.7,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის" რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 02 14) გათვალისწინებულია: ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალების რეაბილიტაცია და მხარდაჭერა; 4.2.8 ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15) გათვალისწინებულია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ასაკის ხანდაზმულების ერთჯერადი დახმარება.“; |
ლ)
დადგენილების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 14. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები