დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.103.016277 |
|
„მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.01.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით:
„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიმუშავებს აპარატის შინაგანაწესს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასამტკიცებლად.“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით:
„2.აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოში შექმნილი საკონკურსო კომისია.“ |
4.
ამოღებულ იქნას დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები