საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 26/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016383
8/2018
26/02/2018
ვებგვერდი, 26/02/2018
010340000.15.008.016383
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №8/2018

2018 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქცია.
მუხლი 2
დაევალოს სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ინსტრუქციის საფუძველზე, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციების პროექტების მომზადება და ცესკოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი