დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 01/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016136 |
|
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებაში ცვლილების შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2013, 310150000.54.066.016060) დამტკიცებულ „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე ,,გათავისუფლების“ გაცემას ახორციელებს სააგენტო, საქართველოს საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ.“. 2. მე-15 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „უ“ ქვეპუნქტი: „უ) არ გადაზიდოს სახიფათო ტვირთი, თუ საჰაერო ხომალდის მეთაურს გაფრენის წინ არ მიეწოდა წერილობითი ინფორმაცია (NOTOC) იმ სახიფათო ტვირთებზე, რომლებიც უნდა იქნეს გადაზიდული საჰაერო ხომალდით.“. 3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასწავლო პოგრამებზე დადგენილი მოთხოვნები, მოსამზადებელი და გადასამზადებელი პერსონალის კატეგორიები და მათ მიერ შესასწავლი სასწავლო კურსის შინაარსი განისაზღვრება ტი-ებით. მასწავლებელს (ინსტრუქტორს), რომელიც ახორციელებს პერსონალის მომზადებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვების პროგრამით, უნდა გააჩნდეს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს სწავლება სახიფათო ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით შესაბამისი ან მე-6 კატეგორის პროგრამით.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები