„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2018 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2018 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016373
23
23/02/2018
ვებგვერდი, 02/03/2018
190040000.35.169.016373
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2018 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2018 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2018 წლის 23 თებერვალი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2018 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის 1 პუნქტისა  და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:



მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის, პროგრამის ბიუჯეტის და რეალიზაციის ვადის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2018 წლის გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №55 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 01.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016346) დამტკიცებულ დანართ 1-ში („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამა“), დანართ 2-ში („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა“) და დანართ 3-ში („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების 2018 წელს გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესი“) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლს დაემატოს მე-13 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა დახმარება.“

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტს დაემატოს „პ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „პ) აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი.“

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით განხაზღვრულ კატეგორიებზე, გარდა „ვ“; „ზ“; „ი“; „კ“; „ლ“; „მ“; „ნ“; „პ“ ქვეპუნქტებისა, გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია.

 4. დადგენილებით დამტკიცებული1 დანართის მე-8 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია 603 000 (ექვსას სამი ათასი) ლარი.“

5. დადგენილებით დამტკიცებული1 დანართის მე-10 მუხლს დაემატოს მე-171 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„171. აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის (განმცხადებლის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100);

ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“

 6. დადგენილებით დამტკიცებული1 დანართის მე-11 მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „მუხლი 11. სოციალური დახმარებისა და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახებისათვის გამოყოფილი წამახალისებელი თანხის ოდენობა

 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი – 18 (თვრამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;

 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი – 18 (თვრამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;

 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 18 (თვრამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;

 4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 22 (ოცდაორი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;

 5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი – 18 (თვრამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;

 6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და მათ შორის ერთზე მეტი არის არასრულწლოვანი – 22 (ოცდაორი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;

 7. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი – 18 (თვრამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;

 8. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთზე მეტი არასრულწლოვანი შვილი – 22 (ოცდაორი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;

 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი, რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 18 (თვრამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;

 10. მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახი რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 18 (თვრამეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;

 11. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს და იზრდება ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილები) და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი ბავშვი – თითოეულზე 50 (ორმოცდაათი) ლარი ერთჯერადად;

 12. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახი – 1000 (ერთი ათასი) ლარი ერთჯერადად;

 13. მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ან მონაწილე – 250 (ორასორმოცდაათი) ლარი ერთჯერადად;

 14. ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – არაუმეტეს 60 (სამოცი) ლარი ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის გარეშე და ჩარიცხვა მოხდეს საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) ბინის ქირის დასაფარად უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) ქირავნობის ხელშეკრულებისა და წელიწადში ორჯერ გადამოწმების საფუძველზე.

 15. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად.

 16. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯის დაფინანსება – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად, რომლის ჩარიცხვა მოხდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, იმ ი/მ ან იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე, ვინც ახდენს დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებას.

 17. 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად;

 18. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ერთჯერადად 300 (სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე;

 19. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე – 100 (ასი) ლარი ყოველთვიურად;

 20. აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი – 500 (ხუთასი) ლარი ერთჯერადად.“

7. დადგენილებით დამტკიცებული1 დანართის მე- 14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის მე-11 მუხლის 1-ლი–მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიურად დახარჯული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად 18 ან 22 ლარი 2018 წლის განმავლობაში დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად დანიშნული 13 ან 17-ლარიანი დახმარებები 2018 წლის 1 მარტიდან შესაბამისად განისაზღვროს 18 ან 22 ლარით.

 ბ) მე-11 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ბინის ქირის დასაფარად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაინიშნება განცხადების წარმოდგენის დღიდან და გაიცემა მხარეთა მიერ უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) ქირავნობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული 2 დანართში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

„დანართი 2

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიების 2018 წლის პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა

 

დასახელება

სოციალური დახმარების

მოცულობა (ლარი)

რეალიზაციის ვადა

ერთ ბენეფიციარზე ან ოჯახზე

სულ

I

1. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

230 000

ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად

II

2. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება

300 ლარი

3 000

 

III

3. სუბსიდია – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში.

 

40 000

ხელშეკრულების საფუძველზე

IV

4. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

330 000

 

ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი

18 ლარი ყოველთვიურად

20 000

პროგრამის შესაბამისად

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი

18 ლარი ყოველთვიურად

3 100

პროგრამის შესაბამისად

 

გ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი

18 ლარი ყოველთვიურად

4 000

პროგრამის შესაბამისად

დ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი

22 ლარი ყოველთვიურად

6 200

პროგრამის შესაბამისად

ე) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი

18 ლარი ყოველთვიურად

6 700

პროგრამის შესაბამისად

ვ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთზე მეტი არასრულწლოვანი შვილი

22 ლარი ყოველთვიურად

3 800

პროგრამის შესაბამისად

ზ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი

18 ლარი ყოველთვიურად

3 100

პროგრამის შესაბამისად

თ) მრავაშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი

22 ლარი ყოველთვიურად

19 220

პროგრამის შესაბამისად

ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი

18 ლარი ყოველთვიურად

900

პროგრამის შესაბამისად

კ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და ინვალიდის ოჯახი

18 ლარი ყოველთვიურად

580

პროგრამის შესაბამისად

ლ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი

1000 ლარი ერთჯერადად

11 000

პროგრამის შესაბამისად

მ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ინვალიდი

250 ლარი ერთჯერადად

1 750

პროგრამის შესაბამისად

ნ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი

300 ლარი ერთჯერადად

1 200

პროგრამის შესაბამისად

ო) ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს

60 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის გარეშე)

17 000

პროგრამის შესაბამისად

პ) 100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე

300 ლარი ერთჯერადად

900

პროგრამის შესაბამისად

ჟ) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი

(2017 წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

300 ლარი ერთჯერადად

60 000

პროგრამის შესაბამისად

რ) ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე

100 ლარი

ყოველთვიურად

9 000

პროგრამის შესაბამისად

ს) მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი

თითოეულ ბავშვზე 50 ლარი ერთჯერადად

11 000

პროგრამის შესაბამისად

ტ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება (2017 წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

500 ლარამდე

 

66 550

პროგრამის შესაბამისად

უ) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა

100 ლარი ერთჯერადად

80 000

პროგრამის შესაბამისად

ფ) აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი

500 ლარი ერთჯერადად

4 000

პროგრამის შესაბამისად

სულ:

603 000

 

  

9. დადგენილებით დამტკიცებული3 დანართის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა (რომელებიც რეგისტრირებული იყვნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ოჯახი“.

მუხლი 2
 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ამ დადგენილების 1-ლი მუხლის  1-ლი–მე-8 პუნქტები ამოქმედდეს  2018 წლის 1 მარტიდან.  ხოლო, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მოქმედება   გავრცელდეს 2018 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი