დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.139.016263 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/03/2018 - 22/02/2019)
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების განსაზღვრის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“
თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი №1 დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 21.02.2017, 200140030.35.139.016238).
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
1.
ქ. ბორჯომის ტერიტრიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების შესაბამისად სამი ზონის მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც:
|
ა)
CN – არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
|
ბ)
IMG – არის ქ. ბორჯომის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,55-ს; |
გ)
ITL _ არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3-ს, შუალედური ზონისთვის 1,0-ს, ხოლო პერიფერიული ზონისთვის – 0,7-ს;
|
დ)
C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
|
ე)
K – არის მიწის ნორმტიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.
|
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ბორჯომში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
3.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 3.96 ლარს.
|
4.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბებში (გარდა ბაკურიანისა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 50%- ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს.
|
5.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს.
|
6.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18.06. №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის, ბორჯომი-ტბა-ცემის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის ცენტრალური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლით და შეადგენს 17.16 ლარს. (გარდა ბაკურიანისა).
|
7.
სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვმ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის ორმაგი ოდენობით და, შესაბამისად, შეადგენს 26.40 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი წესი.
|
|
ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები