დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მდებარე 30000.00 კვ/მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/71 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.22.024.016536 |
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მდებარე 30000.00 კვ/მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
|
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მდებარე 30000.00 კვ/მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება. |
| მუხლი 2 |
წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 30000.00კვ/მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და რეკომენდაციები
განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში -გრგ ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი 1. განაცხადი. 2. ტერიტორიის გრგ -ის პროექტი და გეგმარებითი დავალება. 3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა. 4. ზოგადი გეოლოგია. 5. გრგ -ის ტექნიკური ნაწილი : გრგ -ის აღწერა , განმარტებითი ბარათი , განხორციელების ეტაპები და რიგითობა. 6. სიტუაციური გეგმა , მ 1:2000 ან 1:1000. 7. ტოპო -გეოდეზიური ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ 1:500. 8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ 1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში ). 9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ (ებ )ი საჭიროების შემთხვევაში. 10. განშლები და ჭრილები , მ 1:500 ან 1:1000. 11. ფუნქციური ზონირების რუკა , (არსებობის შემთხვევაში ). 12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა არსებობის შემთხვევაში ). 13. ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა , მ 1:500 ან მ 1:1000. 14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500. 15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ 1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში ). 16. საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა , მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში ). 17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში ). შენიშვნები : 1. გრგ -ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები , გეგმარებითი დავალებით დადგენილი მოთხოვნები ; 2. გრგ -ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილ იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით . 3. ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის 5-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში . საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს 4. გრგ -ის წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას , მისი განხილვის მიზნით , აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე 5. გრგ -ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნეს : - საპროექტო ტერიტორიის საზღვრები; - მიწის ნაკვეთის საზღვრები; - განაშენიანების რეგულირების ხაზები; - შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H; - მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა არსებობის შემთხვევაში ); - განაშენიანების კოეფიციენტი კ 1; - განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ 2; - გამწვანების კოეფიციენტი კ 3; - ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება , სამანქანე გზები და ავტოსადგომები; - მითითებული იყოს გაბარიტული ზომები . დამატებითი მოთხოვნები 1. საპროექტო ტერიტორიის გრგ -ის დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია დამკვეთმა ან დამპროექტებელმა შესათანხმებლად წარადგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში . 2. წინამდებარე გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში .
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები