დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.139.016281 |
23
28/02/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
010250000.35.139.016281
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს “ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში - საჯარო დაწსესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს: მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს. |
მუხლი 2.
განათლება და გამოცდილება |
საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს: |
1.
ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის განათლება. |
2.
1-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია მენეჯერის ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე). |
3.
გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით. |
4.
გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე). |
მუხლი 3.
სამართლებრივი აქტების ცოდნა |
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები: |
1.
საქართველოს კონსტიტუცია; |
2.
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; |
3.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; |
4.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტები; |
5.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ |
6.
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (I თავი); |
7.
იცის ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული სტანდარტები (საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურის, ჰიგიენის, კვების). |
მუხლი 4.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები |
1.
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს: |
ა)
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; |
ბ)
ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; |
გ)
ინკლუზიური განათლების პრინციპები; |
დ)
ადრეული განათლების თეორიები, თავისებურებები და პრინციპები; |
ე)
ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები; |
ვ)
პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები; |
ზ)
ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები; |
თ)
ინვენტარიზაციის პროცედურები; |
ი)
ლიდერობის თანამედროვე თეორიები; |
კ)
სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელების და შეფასების პრინციპები. |
2.
საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: |
ა)
ადამიანური რესურსების მართვა; |
ბ)
პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; |
გ)
სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; |
დ)
კომპლექსური ურთიერთობების მართვა; |
ე)
დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; |
ვ)
დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; |
ზ)
წლიური ბიუჯეტის შედგენა; |
თ)
სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება; |
ი)
კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point. მუშაობა. |
მუხლი 5.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა |
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ: |
1.
იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის. |
2.
მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს. |
3.
სხვა დოკუმენტაცია. |
მუხლი 6.
გარდამავალი დებულებები |
მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები