„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017479
18/ნ
23/02/2018
ვებგვერდი, 23/02/2018
430210000.22.022.017479
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №18/ნ

2018 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში (სსმ, 14, 05/02/2010, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.014168) და:

1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ (დანართი №1):

ა) მე-5 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმებით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, ამ დაწესებულებების სტუდენტთა რიგგარეშე (დამატებითი) მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ, ცენტრის დირექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში, გამარტივებული წესით.“;

ბ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51. რიგგარეშე მობილობის ჩატარება გამარტივებული წესით

1. დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმებით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, ამ დაწესებულებების სტუდენტთა რიგგარეშე მობილობა ტარდება გამარტივებული წესით.

2. გამარტივებული წესით რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ გამოიყენება ელექტრონული პორტალი.

3. რიგგარეშე მობილობა ცხადდება ცენტრის დირექტორის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება:

ა) დაწესებულების მიერ რიგგარეშე მობილობით საფეხურებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების ან საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის, აგრეთვე სწავლის საფასურის შესახებ ცენტრში ინფორმაციის წარდგენის ვადა;

ბ) რიგგარეშე მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა;

გ) სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადა.

4. ცენტრი ამოწმებს დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობას მისთვის განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის, არსებული სტუდენტების რაოდენობისა და დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მონაცემებთან. გადამოწმების პროცესში ცენტრი იყენებს რეესტრში არსებულ ინფორმაციას. დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის შეუტანლობა ხარვეზის დადგენის, ხოლო მისი გამოუსწორებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციის რიგგარეშე მობილობის პროცესში გათვალისწინებაზე უარის თქმის საფუძველია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით, ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე, ცენტრი დაწესებულებების მიერ წარდგენილ ინფორმაციას აქვეყნებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტებს უფლება აქვთ, ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  ჩარიცხვის მიზნით განცხადებით მიმართონ მიმღები დაწესებულებების ჩამონათვალიდან მათთვის სასურველ, ნებისმიერ დაწესებულებას.

7. მიმღები დაწესებულება საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას ადგენს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად.

8. მიმღები დაწესებულება ცენტრს წარუდგენს სტუდენტის ჩარიცხვის სამართლებრივი აქტის პროექტს და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ ვერსიას ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რის შემდეგაც ცენტრი ამოწმებს დაწესებულების ბრძანების პროექტში ასახული სტუდენტის მონაცემების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან და რეესტრის  მონაცემებთან და გასცემს დასკვნას პროექტში მითითებული სტუდენტების რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესაძლებლობის შესახებ. ცენტრი უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაციაც.

9. ბრძანების პროექტზე ცენტრის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გამოიცემა დაწესებულების ბრძანება სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ.

10. დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანება სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში იგზავნება ცენტრში.

11. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმებით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, ამ დაწესებულებების სტუდენტთა რიგგარეშე მობილობისას, რეესტრის მონაცემების საფუძველზე, იმ დაწესებულების მიერ, საიდანაც გადადის სტუდენტი, გამოიცემა ბრძანება სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ და არაუგვიანეს 5 დღის ვადაში აისახება რეესტრში, ხოლო სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირის ვადაში გაიცემა ბრძანებიდან ამონაწერი, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იგი ამ დაწესებულებაში ჩაირიცხა, და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია.“.

2. ბრძანების 11 პუნქტით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის საფასურის“ მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სტუდენტი, რომელიც მონაწილეობს რიგგარეშე მობილობაში;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი