დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 731 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/02/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 27/03/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს 1957 წლის ,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი.
2. ოქმის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო არ უერთდება ოქმის V თავს.
3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექსტრადაციის საკითხების განხილვა განეკუთვნება საქართველოს გენერალური პროკურატურის კომპეტენციას. ამასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება არ გამორიცხავს დიპლომატიური არხების გამოყენებას ექსტრადაციის საკითხებთან დაკავშირებით.
4. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე საქართველო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიებზე ,,ექსტრადაციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2001 წლის 16 თებერვალი.
№731–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები