დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.124.016297 |
|
,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ, საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20–ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებით (საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 24.01.2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016280) დამტკიცებულ საკრებულოს აპარატის დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის „აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქცია-მოვალეობები“, პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ და გენდერული თანასწორობის საკითხებში უზრუნველყოფს: ა) საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს დასკვნებს საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების პროექტებზე; ბ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოსა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საკრებულოს წევრებს სამართლებრივი პროექტების მომზადებაში; გ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში; დ) ახდენს საკრებულოსა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; საკრებულოს აპარატის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, საქმისწარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მითითებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ; ე) იურიდიულ კონულტაციას უწევს დაინტერესებულ მოქალაქეებს; ვ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ზ) ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემაში ( eHRMS) მუშაობას და სათანადო მონაცემების შეტანას; თ) გენდერული თანასწორობის რეგულაციის მიზნით პერიოდული საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების ორგანიზებას, ინფორმაციის მიწოდება თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში; ი) მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის ხელშეწყობას ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით; კ) სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის თანაბარი პირობების შექმნას; ლ) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გამოვლენა, მონიტორინგი და მათი მოგვარების თაობაზე რეკომენდაციების გაცემას, გენდერულ სფეროში გამოვლენილი პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიებას, გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლა და ქალთა როლის ამაღლებისათვის წინადადებების მომზადებას; მ) კანონმდებლობის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და საზოგადოების ინფორმირებულობას გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ნ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების გენდერული ანალიზის უზრუნველყოფა; ო) საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთობის კოორდინაციას, წერილობითი ანგარიშის წარდგენას გენდერული თანასწორობის კუთხით მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები