დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აღსრულების ეროვნული ბიუროს შეთავაზება შპს „ფერმენტალის“ ქონების ნატურისთ გადაცემასთან დაკავშრებით | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | A18004074-004/001 |
| დოკუმენტის მიმღები | აღსრულების ეროვნული ბიურო |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ინფორმაცია
შპს ,,ფერმეტალის“ (ს/კ 430026544) კრედიტორების საყურადღებოდ
სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“ წარმოებაშია შპს ,,ფერმეტალის“ (ს/კ 430026544) გადახდისუუნარობის საქმე. ვინაიდან მესამე აუქციონზე ვერ მოხერხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია, გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 112 პუნქტის თანახმად, გეძლევათ შეთავაზება აღნიშნული ქონების საერთო საკუთრებაში გადმოცემაზე. ქონების ნატურით მისაღებად უნდა წარმოადგინოთ განცხადება სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აღნიშნული შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
გადასაცემ ქონებას წარმოადგენს:
1. ტელფერი – 1 ცალი. საბაზრო ღირებულებაა 3000 (სამი ათასი) ლარი.
2. პლასტმასის კასრი – 10 ცალი. ჯამური საბაზრო ღირებულებაა 400 (ოთხასი) ლარი.
3. რადიატორი – 1 ცალი. საბაზრო ღირებულებაა 1400 (ათას ოთხასი) ლარი.
4. ზეთის სახდელი აპარატი – 1 ცალი. საბაზრო ღირებულებაა 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარი.
5. მაცივარი – 1 ცალი. საბაზრო ღირებულებაა 80 (ოთხმოცი) ლარი.
6. ტახტი – 1 ცალი. საბაზრო ღირებულებაა 80 (ოთხმოცი) ლარი.
7. სილიკო-მანგანუმის წიდა – 2200 ტონა. ჯამური საბაზრო ღირებულებაა 176000 (ას სამოცდათექვსმეტი ათასი) ლარი.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
სამსახურის ქეის-მენეჯერი მ.ლომთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები