„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-10/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016493
01-10/ნ
28/02/2018
ვებგვერდი, 28/02/2018
470230000.22.035.016493
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №1-10/ნ

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვარის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2016; 470230000.22.035.016371) შეტანილ იქნეს ცვლილება  და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №5 დანართის (სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ყოველთვიური და ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული ანგარიშგების „C ჰეპატიტის სკრინინგის აღრიცხვის ფორმა“ (ელექტრონული მოდული) (ფ. IV-16) განთავსებულია ინტერნეტში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის პორტალზე, ფინანსური აღრიცხვისა და მართვის კატეგორიაში: ehealth.moh.gov.ge.“.

2. №6 დანართით (სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური, ყოველთვიური და ელექტრონული ანგარიშგების ფორმების /რეგისტრების წარდგენის ვადები და წესი) განსაზღვრული ცხრილი „ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები

ფორმის №

ფორმის დასახელება

წარდგენის

ვადა (არაუგვიანეს)

წარდგენის

ადგილი

ფ. IV-066

სტაციონარიდან გასული ავადმყოფის აღრიცხვის ფორმა (ელექტრონული მოდული)

მომდევნო თვის 10 რიცხვისა

ცენტრი

ფ. IV-025

ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში რეგისტრირებული დაავადებების აღრიცხვის ფორმა (ელექტრონული მოდული)

მომდევნო თვის 10 რიცხვისა

ცენტრი

ფ. IV-30

კიბოს რეგისტრის ფორმა ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის

მომდევნო თვის 10 რიცხვისა

ცენტრი

ფ. IV-30/1

კიბოს რეგისტრის ფორმა პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიებისათვის/ ცენტრებისთვის

მომდევნო თვის 10 რიცხვისა

ცენტრი

 

ფ. IV-20

ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი (ელექტრონული მოდული)

სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 24 საათის განმავლობაში

ცენტრი

ფ. IV-16

C ჰეპატიტის სკრინინგის აღრიცხვის ფორმა (ელექტრონული მოდული)

სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 24 საათის განმავლობაში

ცენტრი

ფ. IV-14/1

სისხლის დონაციებისა და ტრანსფუზიების აღრიცხვის ფორმა (ელექტრონული მოდული)

ყოველდღიურად დონაციასთან/ ტრანსფუზიასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებიდან  24 საათის განმავლობაში

ცენტრი

                                             .“.

 

3. ,,ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების და პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიების/ცენტრების მიერ წარსადგენი კიბოს რეგისტრის ფორმების წარმოების წესის“ მე-4 მუხლის (C ჰეპატიტის სკრინინგის აღრიცხვის ფორმის (ელექტრონული მოდულის) წარმოების წესი):
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) ,,დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,დ) ცენტრის შესაბამისი სამსახურები;“;

ა.ბ) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დ1) რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ლუგარის ცენტრი);“;

ა.გ) ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ვ) C ჰეპატიტის სკრინინგის მიმწოდებელი მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს ,,11“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,11. მოდულში აღირიცხება ინფორმაცია ჩატარებული სკრინინგული და C ჰეპატიტის მკურნალობის დაწყებამდე საჭირო კონფირმაციული კვლევების (HCV რნმ პჯრ/ HCV core antigen) შედეგების შესახებ;“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მოდულის წარმოებისას ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სერვისის მიმწოდებელი სუბიექტები, გარდა ლუგარის ცენტრისა, ვალდებულნი არიან:

ა) მოდულში დაარეგისტრირონ ინფორმაცია C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარების შესახებ;

ბ) სკრინინგით საეჭვო დადებით პირებს მიაწოდონ ინფორმაცია C ჰეპატიტზე შემდგომი ჩაღრმავებული ლაბორატორიული კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე და C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაზე;

გ) მოდულში აღრიცხონ ინფორმაცია მათ ბაზაზე ჩატარებული კონფირმაციული კვლევის შედეგების შესახებ.“;

დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს ,,21“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,21. ლუგარის ცენტრი ვალდებულია მოდულში შეიტანოს ინფორმაცია მის ბაზაზე ჩატარებული კონფირმაციული კვლევის შედეგების შესახებ.“;

ე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სერვისის მიმწოდებელი სუბიექტები, გარდა ლუგარის ცენტრისა, ასევე, ის სუბიექტები, რომლებიც ახორციელებდნენ C ჰეპატიტის სკრინინგს ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ვალდებულნი არიან, მოახდინონ C ჰეპატიტზე ჩატარებული სკრინინგის თაობაზე სხვადასხვა ელექტრონულ სისტემებში (მ.შ. დაწესებულებების დონეზე არსებული ლოკალური საინფორმაციო სისტემებიდან) არსებული/ხელმისაწვდომი მონაცემების ინტეგრირება მოდულში.“;

ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. C ჰეპატიტის სკრინინგის სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია, მოახდინოს ინფორმაციის მოდულში რეგისტრაცია, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო