დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №55 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016295 |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №55 დადგენილებაში ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 24-ე მუხლის „დ.ა.“ პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N55 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 04/01/2018 სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.124.016275 ).
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ათას ლარებში)
“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები, 8908.7 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7643,7 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6789 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7214.3 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური ქტივების კლება 425.3 ათასი ლარის ოდენობით:
“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია: ათასი ლარი
“. 7. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს 141 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 141. სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი განისაზღვროს 3898,8 ათასი ლარით. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 18.01.2017 წლის №136 განკარგულებით გამოყოფილია 3898,8 ათასი ლარი. 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. კაკასხიდიდან სოფ. ხანამდე გზის მონაკვეთის ბეტონის საფარის მოწყობა-688,4 ათასი ლარი. 2. სოფ. პირველი და მეორე ობჩის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. როდინოულთან დამაკავშირებელი ს/გზის რეაბილიტაცია – 1088,5 ათასი ლარი. 3. სოფ. პირველ ობჩაში მთისძირისკენ მისასვლელი ს/გზის რეაბილიტაცია – 380 ათასი ლარი. 4. ბაღდათში სალხინოს ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 402,4 ათასი ლარი. 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. დიმში მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები – 484,5 ათასი ლარი. 6. ბაღდათი-საკრაულას ადგ. მნიშვნელობის ს/გზის რეაბილიტაცია – 855 ათასი ლარი.“. 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლი ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები/ქვეპროგრამები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 15. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2018-2021 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით: 1. თავდაცვა და უსაფრთხოება – 80.7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 7878,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა,. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა 5595,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციაზე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით და შესაბამისად მისი თანადაფინასებით. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 1868,8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინასება. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება, მუნიცაპალიტეტში არსებული სპეცტექნიკით უზრუნველყოფილი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და გაზონების მოვლა შენახვა. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების, მიწის ნაკვეთების აღრიცხა-შეფასების მიზნით საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება. 3. განათლება – 787,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მთლიანად დაფინასდება ბავშვთა კვების თანხა. მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 919,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 210 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება: სპორტული ღონისძიებები, სპორტული სკოლა, სამივლინებო ხარჯები. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 663,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. გატარდება ღონისძიებები ტურიზმის განვითარების მიზნით. 4.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება – 16,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 4.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა – 30 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 592,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 47 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა – 545,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა სტიიქით დაზარალებულ მოსახლეობას, მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით. 5.2.1 სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ოჯახის წევრებზე სამედიცინო დახმარება – 153,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-დან 65 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და პენსიონერი მოქალაქეების მედიკამენტებით დახმარება, თითოეულ ბენეფიციარს ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 100 ლარისა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 0-დან 65 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა მოქალაქეების მკურალობისა და საოპერაციო თანხებით დახმარება; თითოეულ ბენეფიციარს ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 500 ლარისა. 5.2.2 სარიტუალო მომსახურება – 5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02 ,06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარება. 5.2.3 უფასო სასადილოს დაფინანსება – 45 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 50 ბენეფიციარის ყოველრღიურად კვებით უზრუნველყოფა; სადღესასწაულო დღეებში, სადღესასწაულო სუფრის გაკეთება. 5.2.4 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა – 40 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე და მეტი შვილის შეძენისათვის ერთჯერადი ფულადი ხმარების გაწევა. მეორე შვილის შეძენა––200 ლარი მესამე შვილის შეძენა – 250 ლარი მეოთხე და მეტი შვილის შეძენა – 300 ლარი ტყუპები – 400 ლარი 5.2.5 სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება – 30 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის დროებითი თავშესაფრის უზრუნველყოფა. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით. 5.2.6 სადღესასწაულო დახმარების პროგრამა – 10 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული პირებისათვის სასაჩუქრე პაკეტების შეძენა. 5.2.7 შშმ პირთა დახმარება – 20 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შშმ პირთა დახმარება. 5.2.8 ჩერნობილის ატომური ელ.სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეთა დახმარება – 2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჩერნობილის ატომური ელ.სადგურის აღდგენითი სამუშაოების მონაწილეებზე ფულადი დახმარებების გაცემა. 5.2.9 დღეგრძელი (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეთა დახმარება – 2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დღეგრძელი (100 და მეტი წლის ასაკი) მოქალაქეებზე ერთჯერად ფულადი დახმარებების გაცემა. 5.2.10 დიალეზით მოსარგებლე მოქალაქეთა დახმარება – 32.6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დიალეზით მოსარგებლე მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებამდე ტრანსპორტირებისათვის სატრანსპორტო ხარჯების დაფარვა. 5.2.11 ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახების დახმარება 7.5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახებზე დახმარებების გაცემა.“ 9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლი ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები