„ქედის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქედის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016254
10
23/02/2018
ვებგვერდი, 01/03/2018
010250020.35.134.016254
„ქედის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2018 წლის 23 თებერვალი

დაბა ქედა

 

„ქედის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012  წლის  27 იანვრის №2  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი:  010250020.35.134.016074. 09/02/2012)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქედის თვითმმართველობის ორგანოებში საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების მიზნით, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს.“

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლი მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ორგანიზაცია – ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქედის მუნიციპალიტეტის მერია.
4. ლიმიტი – ორგანიზაციის თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინის/დიზელის) ყოველთვიური ოდენობა. ლიმიტი განესაზღვრება ორგანიზაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის.“;
ბ) მე-3 მუხლი მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საწვავის ტალონების ლიმიტით გათვალისწინებული ოდენობის გაცემას, ასევე პლასტიკურ ბარათებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით, საწვავის მომწოდებელი კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაციის მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში. საწვავის ტალონების გაცემის დადასტურება ხდება ორგანიზაციის მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ან/და თანამშრომელის მიერ ყოველთვიურად, გაცემის უწყისზე მიმღები პირის მიერ ხელმოწერით, ხოლო საწვავის ელექტრონული ფორმის შემთხვევაში, შესაბამისად, საწვავის მომწოდებელ კომპანიისათვის გაგზავნილი (ან მათგან მიღებული) ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის (ან მისი დანართის) მიხედვით.

5. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია ქედის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს დამატებით მიეცეთ საწვავი, რომლის ოდენობაც საანგარიშო თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ლიმიტით დადგენილ მის მიერ მისაღები საწვავის ოდენობის 30%-. ლიმიტს ზევით გაცემული საწვავის დაკავება განხორციელდება პირის მიერ შემდეგ თვეში მისაღები საწვავის რაოდენობიდან, ისე რომ მის მიერ ორი თვის ჯამში მიღებული საწვავის საშუალო ოდენობა გაუტოლდეს მისთვის დადგენილ ყოველთვიურ ლიმიტს.“ .

3. დადგენილებით დამტკიცებული საწვავის გაცემის უწყისის ფორმები (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

ფორმა ს-1

ელექტრონული საწვავის გაცემის უწყისი

«-----------------------» 20  წელი

 

 

თანამდებობა

ბარათის №

დარიცხვის თარიღი

საწვავის სახე

ოდენობა

(ლიტრი)

შენიშვნა

1

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

. . .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ ჯამი

X

X

X

 

X

ორგანიზაციის მატერიალურ უზრუნველყოფაზე

პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული 

ან/და თანამშრომელი  - - - - - - - - - -   - - - -- - - - - - - - -  - - - - - - - - - - - -    .                                              

                                             (ხელმოწერა)   (ხელმოწერა გარკვევით)

 

ფორმა ს-2

საწვავის ტალონის გაცემის უწყისი

«-----------------------» 20  წელი

 

თანამდებობა

საწვავის სახე

ოდენობა

(ლიტრი)

ხელწერა

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

. . .

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ ჯამი

X

 

X

 

ორგანიზაციის მატერიალურ უზრუნველყოფაზე

პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული 

ან/და თანამშრომელი  - - - - - - - - - -   - - - -- - - - - - - - -  - - - - - - - - - - - -.                                              

                                          (ხელმოწერა)   (ხელმოწერა გარკვევით)“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის სკარებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე