დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.134.016253 |
|
„ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, ანგარიშსწორების წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.134.016182. 16/12/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული წესის (№1 დანართი): |
ა)
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ქედის მუნიციპალიტეტის მერი; ჟ) აუქციონატორი – ქედის მუნიციპალიტეტის მერია/ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი;“ |
ბ)
მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2–მე-3 პუნქტების შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით.“; |
გ)
მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საჯარო აუქციონის ფორმით ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ ქედის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და ქედის მუნიციპალიტეტის მერი.“ |
2.
დადგენილებით დამტკიცებული ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის (№2 დანართი) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ოქმს ხელს აწერს ქედის მუნიციპალიტეტის მერი და აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი). ქედის მუნიციპალიტეტის მერი /----------------------------/ /------------------------/ (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /-----------------------/ /--------------------/ (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) -----------------------------ბ/ა“ |
3.
დადგენილებით დამტკიცებული პირობებით ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის (№3 დანართი) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ოქმს ხელს აწერს ქედის მუნიციპალიტეტის მერი და აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი). ქედის მუნიციპალიტეტის მერი /----------------------------/ /------------------------/ (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /-----------------------/ /--------------------/ (ხელმოწერა) (სახელი, გვარი) -----------------------------ბ/ა“ |
4.
დადგენილებით დამტკიცებული აუქციონის/პირდაპირი განკარგვის ფორმით, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის პირობებით/უპირობოდ ხელშეკრულების ფორმის (№10 დანართი): |
ა)
მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება და / ,,----------------------------------------------------------‘’ ქედის მუნიციპალიტეტის მერის ------------------------- № -- ბრძანება.“
(წელი, რიცხვი, თვე) ; |
ბ)
მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,----------------------------------------------------------------------------------------------“ ქედის მუნიციპალიტეტის მერის ---------------------------------- № -- ბრძანების საფუძველზე „მესაკუთრე“ გადასცემს, ხოლო „----------“ ----------------- (აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვებაანსხვა) ფორმით სარგებლობაში იღებს ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ: ------------------------------------------------------------------------------------------------------------- /საკადასტროკოდი: №------------------ /. ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად, მხარეებს შორის ფორმდება სარგებლობაში გადასაცემი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი.“ |
გ)
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. „--------------“ ქირის გადახდამდე ანგარიშის დასაზუსტებლად უნდა მიმართოს ქედის მუნიციპალიტეტის მერიას.“ |
დ)
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. მხარეთა რეკვიზიტები „მესაკუთრე“ „–––––––––––––––––––––––––“ ქედის მუნიციპალიტეტი ––––––––––––––––––––––––––– მისამართი: დ. ქედა, მ.კოსტავას ქ. №3, მისამართი: ––––––––––––––––––––––––––– ----------------------------------- –––––––––––––––––––––––––––––– უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი–––––––––––––––––––––––––––––– ქედის მუნიციპალიტეტის მერის –––––––––––––––––––––––––––––– მინდობილობა (––––––––––––––– წელი) № –––––––– “ |
5.
დადგენილებით დამტკიცებული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (№11 დანართი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №11
ქედის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№ –––––––
ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------- (მესაკუთრე და მისი მისამართი)
რომ მას------------------------------------------------------------------------------საკუთრებაში გადაეცა ------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ქონების დასახელება და მისამართი)
საფუძველი:---------------------------------------------------------------------------------------------- (ოქმის და ხელშეკრულების № და თარიღი:)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა ------------------------------------------------------------------------------------------------------------ (მესაკუთრის სახელი, გვარი/დასახელება)
რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში. მოწმობა ძალაშია ოქმთან და ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია: „--------“ „---------------“ 20-- წ.
ქედის მუნიციპალიტეტის მერი /------------------------ / /-------------------/ (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)“
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები