„სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.020418
103
22/02/2018
ვებგვერდი, 28/02/2018
040170020.10.003.020418
„სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №103

2018 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის №321 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/07/2017, 040170020.10.003.020030) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტებ:

„3.  ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:

ა) ინტერნეტით გამოწერის გზით, ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელებული შესყიდვისას;

ბ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი, ხელმძღვანელის ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის (მაგალითად, ინვოისის, ჩეკის ან ქვითრის) ან ელექტრონული ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.“.

2. დანართს (სს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების ჩამონათვალი) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 გრაფა:

 

საქონლის/მომსახურების დასახელება“.

„16.

 

სს „საპარტნიორო ფონდისთვის“ საჭირო საქონელი, თუ შესყიდვა ხორციელდება სს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით და ამავე დროს მიმწოდებელი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი