„მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 34/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016281
34/04
23/02/2018
ვებგვერდი, 23/02/2018
220090000.18.011.016281
„მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
„მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №34/04

2018 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

„მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით განსხვავებული წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №93/04 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016246) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული  ხორციელდება მხოლოდ უცხო ენაზე (აღნიშნული არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ გარე რეკლამაზე), ასევე აზარტულ თამაშობებთან.”;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სასტუმროს ან/და ტურისტული მომსახურების ინდივიდუალურ შეთავაზებასთან, თუ აღნიშნული მომსახურების საბოლოო მიმღებს წარმოადგენს არარეზიდენტი.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. არარეზიდენტის მიერ (მათ შორის, მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით) მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან; არარეზიდენტისათვის მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან, თუ აღნიშნული ხორციელდება მხოლოდ უცხო ენაზე. ეს პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ გარე რეკლამაზე.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

ამ ბრძანების მიზნებისათვის არარეზიდენტად ითვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული არარეზიდენტი იურიდიული პირი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქე.“.

მუხლი 2
მეწარმეები ვალდებული არიან, 2018 წლის 1 აპრილამდე, თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ ამ ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი