დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.134.016249 |
|
„ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში (ვებგვერდი, 29/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.134.016233) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თავი I
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
მუხლი 3.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9 531 700 ლარის ოდენობით:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 850 000 ლარის ოდენობით:
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8 048 200 ლარის ოდენობით:
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 633 500 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 229 810 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 497 992 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 512 992 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 15 000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 9 768 402 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -332 770 ლარის ოდენობით. |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 60 900 ლარის ოდენობით. |
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 77 500 ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50000 ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხებს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ გამოყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. |
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 12.
სპორტული და კულტურული პროგრამები |
სპორტული და კულტურული პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 13.
პრემიები
|
2018 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციის მუშაკებზე პრემიების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 14.
პასუხისმგებლობა |
2018 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. |
თავი II
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქედის მუნიციპალიტეტი ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფას. 1.1 სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქედის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, რაც ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება დაბისა და სოფლების, საცხოვრებელი უბნების, დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია. გარდა ამისა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, მისი ექსპლუატაციის ეფექტურობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტის სოფლებში 600 კმ-ზე მეტი საუბნო საავტომობილო გზაა, რომელთაც მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა 30% ანუ 7000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს, ხშირ შემთხვევებში აღნიშნული გზები არ არის აჭარის საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში, ამიტომ რჩება მოუვლელი და ხშირად გაუვალი ხდება, საჭიროა აღნიშნული გზების საფარის აღდგენა და სხვა საგზაო სამუშაოების ჩატარება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების გაწმენდითი სამუშაოები და დამატებით ახალი გზების შეყვანა. გაგრძელდება ასევე შიდა სასოფლო საუბნო გზების რეაბილიტაცია, მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაკიდული ხიდების რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის დაფინანსება და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, გაგრძელდება დაბისა და თემების ცენტრების დაგვა-დასუფთავების ღონისძიებების დაფინანსება და უზრუნველყოფილი იქნება მაწანწალა ცხოველებისაგან დაცვის ღონისძიებები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემას, ასევე განხორციელდება საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ნაგვის შემგროვებელი ურნების შეძენა. 2.2.1 შპს ქედის კომუნალურსერვისი (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რის უზრუნველსაყოფად ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის- 1300 წერტილის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ ქუჩებსა და გზებზე, სადღესასწაულო დღეებში დაბაში და თემების ცენტრებში დეკორატიული განათებების მოწყობა. მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ძირითად საზრუნავს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბისა და თემების ცენტრების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში, ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების, ქუჩების და სკვერების გაწმენდა თოვლის საფარისაგან. განხორციელდება დაბასა და თემებში საზოგადოებრივი სარგებლობის 16 საპირფარეშოს პერიოდული დასუფთავებისა და მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, მაწანწალა ცხოველების თავმოყრა დაბასა და თემების ცენტრებში სხვადასახვა ვირუსული დაავადებების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გაუვნებელყოფითი ღონისძიებები, რითაც უზრუნველყოფლი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება და შესაბამისი საფრთხის თავიდან აცილება. 2.2.2 წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები (პირობითი კოდი 03 02 04) მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს ქედის წყალკანალი, რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას. სულ მუნიციპალიტეტში 12 მაგისტრალია და საჭიროების შემთხვევაში უტარდება მიმდინარე რემონტი. ქვეპროგრამის ფარგლებში 2018 წელს დასრულდება გეგელიძეების წყალსადენის რეაბილიტაცია, ზენდიდისა და ცხემნის წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქოსოსფლის წყლის სისტემის შენებლობა, კორომხეთი-კოლოტაურის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა, სოფელ ორცვაში ქაჯაებისა და კაკაბაძეების უბანში 18 ოჯახზე სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა. 2.2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში 2018 წელს განხორციელდება დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების კეთილმოწყობა (დანდალო, ცხმორისი, წონიარისი, ზვარე, ოქტომბერი, დაბა ქედა მერისი, პირველი მაისი, მახუნცეთი, დოლოგანი), ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, გაგრძელდება აწჰესის ტერიტორიის კეთიმოწყობა და დაბა ქედაში აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ყოფილი ადგილმრეწველობის კომბინატის შენობის რეკონსტრუქცია და საცხოვრებელ სახლად გადაკეთების ღონისძიებები. 2.2.4 მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობის და ექსპერტიზა (პროგრამული კოდი 03 02 06) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ნორმებითა და წესების გათვალისწინებით განხორციელების პირობას შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს, ხოლო საჭიროების შემთხვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2.3 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება (პროგრამული კოდი 03 04) აღნიშნულის ფარგლებში ხორციელდება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კერძოდ, გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ხორციელდება სამუშაოები დაზიანებული გზების, წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, უმისამართოდ გამდინარე წყლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის, მეწყერის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 2.4 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული პირუტყვის ვაქცინაციის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 07 01 01) ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული მ/ფ პირუტყვის ვაქცინაცია იმ დაავადებებზე, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით არ ხორციელდება. ეს დაავადებებია პასტერელოზი და ემკარი. ამ დაავადებებით მიყენებული ეკონომიკური ზარალი კი ძალიან დიდია. პასტერელოზითაა ემკარით ავადდება ძირითადად ახალგაზრდა, მაღალპროდუქტიული და საუკეთესო შეხორცების მქონე მსხვილფეხა პირუტყვი. დაავადების რისკი დიდია იმ ცხოველებში, რომლებიც გადიან საზაფხულო საძოვრებზე, სადაც არის ამ დაავადებების კერები. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ფერმერთა არცოდნის და გამოუცდელობის გამო დაავადების კერები გაჩნდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლებში, რის შედეგადაც ყოველწლიურად იღუპება ახალგაზრდა, მაღალპროდუქტიული ცხოველები, ამიტომ მუნიციპალიტეტში შემუშავდა აღნიშნული პროგრამა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. |
3.
განათლების დაწესებულებები და ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით პრიორიტეტულია როგორც დაწყებითი და ზოგადი განათლება, ასევე სკოლამდელ განათლება, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება და სასწავლო პროცესის ხელშეწყობა. 3.1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი განათლება თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1.1 ა(ა)ი.პ – ქედის ბაგა ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი, რომელიც მოიცავს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის კვების, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.1.2 ბაგა-ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია და ინვენტარის შეძენა (პროგრამული კოდი 04 01 02) ბაგა-ბაღებში აღსაზდელთა მაქსიმალურად ჩართვის და შესაბამისი პირობების უზრუნველყოფის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში 2018 წელს დაგეგმილია მერისის ბაგა-ბაღის კეთილმოწყობა, ხარაულის ბაგა-ბაღის კეთილმოწყობა, მუნიციპალიტეტში არსებულ ბაგა-ბაღებში ეზოების კეთილმოწყობა და ატრაქციონების შეძენა ასევე გაგრძელდება მახუნცეთის თემის ადმინისტრაციული შენობის და ზუნდაგის ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია. |
4.
კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული და სპორტული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) სპორტის განვითარება და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 ა(ა)ი.პ ქედის სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სასპორტო სკოლის მიმდინარე ხარჯებისა და სხვადასხვა სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფის დაფინანსება, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. სასპორტო სკოლაში მოქმედებს 7 სექცია (ფეხბურთი, ჭიდაობა, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, კინგბოქსი და ფრენბურთი), სადაც სწავლება უფასოა და 270-მდე ბავშვია სხვა სპორტულ სახეობებში ჩაბმული. 4.1.2 სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) 2018 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში 950-მდე მონაწილე 50 ადგილობრივ და რესპუბლიკური მნიშვნელობის ღონისძიებეში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებების ჩატარების პერიოდში აუცილებელია გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოება შესაბამისი სახეობების მიხედვით თასებით, მედლებით, დიპლომებით და სხვა ფასიანი საჩუქრებით, აგრეთვე ფულადი საჩუქრებით. დასაჩუქრდებიან წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები, რაც ხელს შეუწყობს სპორტული შეჯიბრებების, თამაშების კულტურის ამაღლებას და საერთო ჯამში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. 4.1.3 სარაგბო კლუბის მხარდაჭერის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება შპს სარაგბო კულბ ,,ფირალების“ მხარდაჭერა. კერძოდ მორაგბეთა ხელფასები, ტრანსპორტირების დაფინანსება, სხვადასხვა სპორტული ინვენტარის შეძენა, შეკრებების ორგანიზება. 4.1.4 მინი სპორტული მოედნების მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რითაც მოწესრიგდება სპორტული ინფრასტრუქტურა. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურის სფეროს ქსელის გაფართოება, არსებულის რეაბილიტაცია და თანამედროვე დონის მატერიალური ბაზით უზრუნველყოფა. ცალკეულ თემებში და დაბაში კულტურის ახალი კერების შექმნა. არსებული საშუალებების მაქსიმალურად ხალხის სამსახურში ჩაყენებისათვის სათანადო პირობების შექმნა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. 4.2.1 ა(ა)ი.პ – ქედის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) ქედის კულტურის ცენტრი აერთიანებს მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა ფოლკლორულ და ვოკალურ ანსამბლებს რომლებმაც წარმატებით გაიარეს სახელმწიფო აკრედიტაცია და აქვთ საკმაოდ დიდი მიღწევები, კულტურის ცენტრში აგრეთვე მოქმედებს რეწვის და თექის წრეები, რომელებშიც 58 მოსწავლეა ჩართული. ყოველივე აქედან გამომდინარე, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრის მიმდინარე ხარჯები, ანსამბლების ფორმებითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ფოლკლორულ ღონისძიებებში და გამოფენებში მონაწილეობა. თექისა და რეწვის წრეებისათვის შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა. 4.2.2 ა(ა)ი.პ – ქედის ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) ა(ა)ი.პ – ქედის სახელოვნებო სკოლა სამი სექციით შემოიფარგლება, კერძოდ: 1) საფორტეპიანო. 2) საორკესტრო და 3) ქორეოგრაფიული, რომლებშიც სწავლა-განათლებას 187 მოსწავლე ღებულობს. ყოველივე აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი ახორციელებს სახელოვნებო სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას. 4.2.3 ა(ა)ი.პ – ქედის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 03) ა(ა)ი.პ – ქედის მუზეუმი დაარსდა 1999 წელს, სადაც თავმოყრილია და გამოფენილია ათასამდე ქედის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატი.საგამოფენო დარბაზში გამოფენილია არქეოლოგიური ეთნოგრაფიული, ისტორიული, ხეზეკვეთილობის ნიმუშები და ფერწერული ტილოები. მუზეუმის არქეოლოგიურ მასალებში ინახება ათი ათასი წლის წინანდელი ქვის თოხი ქვის ჩაქუჩები და შურდულის ქვები, ასევე მუზეუმში დაცულია იშვიათი ექსპონატები, რომლებიც ადგილობრივი რეწვის ოსტატობის ნიმუშებს წარმოადგენს. საგამოფენო დარბაზი სრული დატვირთვით 2004 წლიდან მოქმედებს და წელიწადში 2000-დან 3000-მდე მნახველს მასპინძლობს. მნახველებს შორის მრავლადაა უცხოელი დამთვალიერებელი ყოველივე აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი აფინანსებს მუზეუმის მიმდინარე ხარჯებს, ექსპონატების შესყიდვისა და ექსპედიციის ხარჯებს. 4.2.4 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შობა-ახალი წლის დღესასწაულის, სხვა ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნა, რაიონის და, საბოლოო ჯამში, მთლიანად ქვეყნის ენერგიული, ნიჭიერი ახალგაზრდობის გამოვლენა; ქედელობისა და მერისლობის დღესასწაულების ღირსეულად აღნიშვნა; რაიონის წარმატებული ახალგაზრდების წახალისება და სტიმულირება შემდგომი მუშაობისათვის, საინტერესო პროექტების ხელშეწყობა; იმ ადამიანების წარმოჩენა, რომელებმაც თავისი მოღვაწეობით ნათელი კვალი დააჩინეს ქედის ისტორიას; სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების პოპულარიზაცია; კონცერტების ორგანიზება ქართული ანსამბლების და ინდივიდუალური მომღერლების მონაწილეობით და სხვა კულტურული ღონისძიებები. 4.2.5 გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დაფინანსდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას, გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას. |
5.
მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. ვეტერანთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.1 ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 01) მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. 5.1.1. ეპილეფსიით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა (პირობითი კოდი 06 01 01) ეპილეფსია ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით. ეპილეფსიის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში, რაც გამოწვეულია თავის ტვინის მთელი რიგი ასაკობრივი თავისებურებებით. დაავადების მიმდინარეობის მთავარი პრინციპი ანტიეპილეფსიური მედიკამენტების სისტემატური მიღებაა, დროული მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე დაავადება იწვევს ინვალიდობას ან შეიძლება დამთავრდეს ფატალური შედეგით. ამ ასპექტის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტი მე-4 წელია ახორციელებს ეპილეფსიით დაავადებულთა ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამას, რომლითაც 80 ბენეფიციარი სარგებლობს. 5.1.2. ამბულატორიული მომსახურების პროგრამა (პირობითი კოდი 06 01 02) მუნიციპალიტეტის თემის სოფლები დიდი მანძილითაა დაშორებული საექიმო ამბულატორიასთან და ჭირს მოსახლოებისათვის სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა, რისთვისაც აუცილებელი გახდა საექიმო ამბულატორიის ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება 9 ამბულატორიის ტრანსპორტითა და ამბულატორიების ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯებით უზრუნველყოფა. 5.1.3 სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიზნობრივი პროგრამა (პირობითი კოდი 06 01 03) სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ამოქმედებით სოფლის მოსახლეობა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით, თემის სამედიცინო პუნქტებს მიეწოდება პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების ყოველთვიური მარაგი. 5.1.4 თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის (პირობითი კოდი 06 01 04) ქედის მუნიციპალიტეტიდან აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ამბულატორიულ აღრიცხვაზეა 585-მდე პაციენტი, აქედან წლის განმავლობაში აქტიურად და რეგულარულად ამბულატორიას მიმართავს 130 პაციენტი ანუ პაციენტთა საერთო რაოდენობის 22-23%, ხოლო თვის განმავლობაში 50-60 პაციენტი,ანუ საერთო რაოდენობის მხოლოდ 10-11%, რაც ძალიან მცირეა და ამის ძირითადი მიზეზი არასათანადოდ განვითარებული ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემაა, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მომსახურების უწყვეტობისა და საფეხურებრივი ზრუნვის პრინციპები. საფეხურებრივი და უწყვეტი მომსახურების განხორციელება სათემო სერვისების განვითარების გარეშე შეუძლებელია, სწორედ ამიტომაცაა საჭირო მობილური გუნდის მომსახურების დამატება ამბულატორიულ სერვისში, მობილური გუნდი ემსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონარში, ხოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას, წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს 5.1.5 ჯანმრთელობის ზიანის რისკების შემცირება სოფლად მცხოვრები არამობილური ხანდაზმულებისათვის (პირობითი კოდი 06 01 05) პროექტი საქართველოში პირველად აჭარაში დაინერგა. ეს არის განგაშის შეტყობინების ყელსაკიდები, რომელიც დაურიგდა 9 ბენეფიციარს და ის სრულად პასუხობს იმ აუცილებელ მოთხოვნას, რომელიც გააჩნიათ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს, ვინაიდან ისინი ხშირად საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ცხოვრობენ რაიონიდან მოშორებით, ხშირად უჩივიან სამედიცინო ეკიპაჟის დაგვიანებით მისვლას ან ზოგ შემთხვევაში (ტელეფონის არქონის, გონების დაკარგვის და სხვა) საერთოდ ვერ ახერხებენ გამოძახებას და ხშირად დაგვიანებული დახმარება ლეტალური შედეგების მიზეზი ხდება. ამიტომ ამ აპარატის საშუალებით მათ შეუძლიათ მასში წინასწარ მითითებული 5 ნომრიდანა (რომლის თანმიმდევრობაც გონივრულად და შეთანხმებულად არის ჩაპროგრამებული) თითის 1 დაჭერით გამოიძახონ ამ ეტაპზე 1) მეზობელი, 2) მოხალისე 3) სოფლის ექიმი,) ამ აპარატის საშუალებით მოხუცები დაცულები არიან კრიმინალისაგან და სტიქიური მოვლენების დროს უმწეობის მიზეზით ტრაგიკული შედეგებისაგან. 2016 წელს დაწყებული პროექტი იყო საპილოტე, რომელსაც ახორციელებდა დახმარების ეროვნული ფონდი. პროექტი რადგან იყო საცდელი და ის ჯერ ისევ საჭიროებს გაგრძელებასა და მხარდაჭერას, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაზრდა და თანადაფინანსების უზრუნველყოფა. 5.1.6 პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა (პირობითი კოდი 06 01 06) პარკინსონი თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რასაც ახასიათებს კიდურების უნებლიე მოძრაობა, კუნთების რიგიდობა, კოორდინაციის და მეტყველების დარღვევა, გადაადგილების გაძნელება. ეს სიმპტომები ვითარდება 60 წლის შემდეგ, თუმცა ცნობილია შემთხვევები 50 წლის ქვემოთ ასაკშიც. დროთა განმავლობაში აღნიშნული დაავდების სიმპტომები მწვავდება და მძიმდება, რისთვისაც მიმართავენ მედიკამენტოზურ მკურნალობას. პროგრამაში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს ბენეფიციარი, რომელიც არის ქედის მუნუციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტებს. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. ვეტერანთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 01) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ქედის მუნიციპალიტეტში უმწეოთათვის განკუთვნილია სასადილო დაბა ქედაში, რომელიც ემსახურება აღნიშნული კონტინგენტის 23 ბენეფიციარს უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. პროგრამა მოქმედებს 2005 წლიდან. ამ კატეგორიის მოქალაქეებს მონაწილეობა აქვთ მიღებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ და მიენიჭათ 70 000-მდე სარეიტინგო ქულა. მიმდინარე პროგრამაში კვებით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთჯერადად ყოველდღიურად (წელიდადში 364 დღის) განმავლობაში. 5.2.2 ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიტუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება (პირობითი კოდი 06 02 02) ქვეყანაში დიდი ყურადრება ექცევა სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილ ადამიანებს, კერძოდ ომში დაღუპულებსა და ვეტერანებს, ბევრი რამ კეთდება მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უკვდავყოფის, სადღესასწაულო დღეების ორგანიზების და გარკვეულ ოჯახებზე მატერიალური დახმარების გაწევას.პროგრამას არეგულირებს 1995 წლის „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა ბ” პუნქტები, 21-ე მუხლის „1,2,3” პუნქტები და 2000 წლის საქართველოს კანონი „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ”. 5.2.3 ოთხ და მეტშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 04) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული დემოგრაფიული პრობლემების პირობებში აღნიშნული კატეგორიის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებია, აღნიშნულის გამო დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება, რომელიც ერთ ბენეფიციარზე ერთჯერადად 1000 ლარით დახმარებას გულისხმობს; 5.2.4. გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 05) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ მიზნით ქვეყანაში შემუშავდა და ხორციელდება სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს პროგრამაში მონაწილე თითეული პირისათვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას და უფასო სამედიცინო მომსახურების დახმარების პაკეტს. 0-დან 100 000 ქულის მქონე ოჯახებისათვის მუნიციპალიტეტში დამატებით შემუშავებულია ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში 350 ლარით ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა. 5.2.5 ჰემოდიალიზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მგზავრობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირებისათვის ფინანსურ დახმარებას. ტრანსპორტირების ხარჯი ერთ ბენეფიციარზე გათვლილია ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიერ მოწოდებული მგზავრობის ღირებულების მიხედვით (პაციენტები ყოველთვიურად იტარებენ 13-მდე დიალიზის სეანს), ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს არ აქვს ტრანსპორტირების ხარჯები, ძირითადად ცხოვრობენ სოფლად და უწევთ ორი სახის ტრანსპორტის შეცვლა. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება. ქედის მუნიციპალიტიდან 9 ბენეფიციარი მკურნალობს, პროგრამა შედგენილ იქნა დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მომართვის საფუძველზე.
5.2.6 ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამა ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობას. აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამა ითვალისწინებს კურსების დაფინანსებას, ხოლო მუნიციპალიტეტი მათი მგზავრობის ღირებულების ანაზღაურებას თანმხლები პირის ერთად. აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ კურსებზე მიმოსვლა, ამიტომ მერიამ გამოიჩინა კეთილი ნება და გადაწყვიტა მათი მგზავრობის ღირებულების ანაზღაურება. 5.2.7 საცხოვრებელ სახლებზე ამორტიზებული სახურავების შეცვლის მიზნობრივი პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 08) ქედის მუნუციპალიტეტის გამგეობაში რეგისტრირებულია ათეულობით განცხადება, რომლითაც ითხოვენ სიძველის გამო საცხოვრებელი სახლების ამორტიზებული სახურავების შეცვლით დახმარებას. აღნიშნული მოქალაქეების უმრავლესობა იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და არ გააჩნიათ საშუალება, რომ საკუთარი სახსრებით მოახდინონ საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება. გამომდინარე აქედან საჭიროა აღნიშნული პროექტის განხორციელება, რათა ეტაპობრივად მოხდეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში თუნუქის ფურცლებით დახმარება გაეწევათ ოჯახებს, რომელთა მდგომარეობას მუნიციპალიტეტში შექმნილი დროებითი კომისია შეისწავლის დეტალურად. თუნუქის ფურცლების გაცემა განხორციელდება კომისიური წესით (მონაკვეთების) გადახურვის მიზნით. |
თავი III
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
ქედის
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები