დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის შესრულების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 738 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 06/03/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის შესრულების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 28 დეკემბრის კანონის შესრულების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების ტექსტში სიტყვა „აპრილისა“ შეიცვალოს სიტყვით „ივნისისა“, ხოლო ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად.
2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2–4 პუნქტები:
„2. დაევალოთ საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უზრუნველყონ იმ პირთა ინფორმირება, რომლებზედაც ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და ხელი შეუწყონ მათ გამოცხადებას შესაბამის ორგანოებში.
3. საქართველოს პროკურატურამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ ოფიციალური წერილობითი შეტყობინების გადაცემა იმ პირებისათვის, რომლებზედაც ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.
4. დაევალოს საქართველოს ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობას პერიოდულად გააშუქოს „ამ-ნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი მისი მოქმედების განმავლობაში.“
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2001 წლის 28 თებერვალი.
№738-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები