დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360010010.22.023.016480 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/07/2015, ს/კ 360010010.22.023.016327) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულება (დანართი №1); ბ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანდართული დებულება (დანართი №2).“. 2. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიულi ორგანოს თანდართულ ტიპური დებულება“; ბ) პირველი მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინიტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანოა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველო (შემდგომში – სამმართველო).“; ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“; გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: გ.ა) „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ვანის, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები;“; გ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველო: ზ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედის, ხულოს, ლანჩხუთის; ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები; ზ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, გორგასლის ქ. №124.“ დ) მე-3 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამოქმედო ტერიტორიების შესაბამისად, სამმართველოს საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, მათ შორის, საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ქიმიური უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა), ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლი, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას და შესაბამისი რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლს.“; დ.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების შემოწმება;“; დ.გ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი;“; ე) მე-4 მუხლის: ე.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე მიმართოს ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გამცემს;“; ე.ბ) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) განახორციელოს რეგულირების ობიექტების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება (შეგროვება), მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მოპოვება რეგულირების ობიექტების საქმიანობის ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგების უწყვეტი შეგროვება, მათ შორის ლიცენზიის (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა) პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;“ ე.გ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე.დ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დასვას საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე;“; ვ) მე-5 მუხლის: ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“; ვ.ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს სამმართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას სამმართველოს თანამშრომლებს სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;“; ზ) მე-7 მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“; ზ.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების შემოწმება;“; ზ.გ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ.დ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საკითხის დაყენების უზრუნველყოფა;“; ზ.ე) პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე, ლიცენზიის (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გამცემისათვის მიმართვასთან დაკავშირებით მოახდინოს წინადადების მომზადების უზრუნველყოფა;“ 3. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს დებულება“; ბ) პირველი მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო (შემდგომში – კონვენციური სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინიტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიულ ორგანოს.“; ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონვენციური სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“; გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;“; დ) მე-3 მუხლის: დ.ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დააყენოს საკითხი ლიცენზიის (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე;“; დ.ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის პირობების დარღვევისას, მისი აღმოფხვრის მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე მიმართოს შესაბამის ორგანოს;“; ე) მე-4 მუხლის: ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონვენციურ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“; ე.ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდესშემდეგი რედაქციით: „დ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს კონვენციურ სამმართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებს სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები