დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016481 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ 360160000.22.023.016151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულება“; ბ) პირველი მუხლის: ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“; ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“; გ) მე-2 მუხლის: გ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. 2. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, მათ შორის, საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ქიმიური უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა), ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლი, რომელიც მოიცავს, გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას და შესაბამისი რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი.“; გ.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების შემოწმება;“; გ.გ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი;“; გ.დ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის წარმოება, მათ შორის, რეგულირების ობიექტის მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი;“; დ) მე-3 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დასვას საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე მიმართოს ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გამცემს;“; დ.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს ვიდეოთვალთვალი, დეპარტამენტისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრებისა და დეპარტამენტის თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით;“; დ.გ) პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ.დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტი სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ, ასევე, უგზავნის შესაბამის სამდივნოებში წარდგენილ ეროვნული ანგარიშების ასლებს.“; ე) მე-4 მუხლის: ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია მინისტრის და მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“. ე.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით და რწმუნების გარეშე წარმოადგენს დეპარტამენტს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას დეპარტამენტის თანამშრომლებს სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;“; ე.გ) მე-3 პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;“; რ) მინისტრს დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, ცენტრალური აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და ტერიტორიული ორგანოების უფროსების კანდიდატურებს;“; ე.დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი (შემდგომში – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი), რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება, ამ დებულებითა და დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ე.ე) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დეპარტამენტის უფროსს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს (გარდა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორისა), დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს უფროსს და დეპარტამენტში გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განმახორციელებელ თანამშრომლებს, უფლება აქვთ დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები.“; ზ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. დეპარტამენტის სისტემა და სტრუქტურა 1. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს ცენტრალურ აპარატში შემავალი პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა (სამსახურები/ადმინისტრაცია) და ტერიტორიული ორგანოების (სამმართველოები) მეშვეობით. 2. დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში შემავალი პირველადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაცია; ბ) ანალიტიკური სამსახური; გ) ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახური; დ) გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახური; ე) გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური; ვ) იურიდიული სამსახური; ზ) შიდა სამსახურებრივი კონტროლის სამსახური. 3. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია: ა) კახეთის რეგიონული სამმართველო; ბ) ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო; გ) აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველო; დ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო; ე) დასავლეთის რეგიონული სამმართველო; ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო; ზ) აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველო; თ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო. 4. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების კონკრეტული კომპეტენცია და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით, მათი დებულებებით და მოქმედი კანონმდებლობით.“; თ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა;“; ი) 73 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 73. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახური 1. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ამოცანებია: ა) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი; ბ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა; დ) წიაღის უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ე) ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის (ნიადაგის) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ვ) ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა); ზ) საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გარემოს დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; თ) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების შემოწმება; ი) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება; კ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება. 2. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ინტეგრირებული კონტროლის განყოფილების ამოცანებია: ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში (გარდა ბიომრავალფეროვნების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისა) დათვალიერება/შესწავლის განხორციელება; ბ) გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი; გ) მიწის (ნიადაგის) დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; დ) მიწის (ნიადაგის) დაბინძურებით/დეგრადაციით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება); ე) წიაღის უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია და გამოვლენა; ვ) წიაღით უკანონო სარგებლობისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება); ზ) სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეკულტივაციის პროექტების განხილვა და წინადადებების/შენიშვნების მომზადება; თ) სამინისტროს მიერ შეთანხმებული რეკულტივაციის პროექტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების კონტროლი; ი) გარემოს ნარჩენებით (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა) დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა, აღკვეთა; კ) ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება); ლ) ნარჩენების (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა) მართვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა; ო) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა; პ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება; რ) ინსპექტირების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება; ს) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების/ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ტ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა; უ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული მიწერილობის პროექტის მომზადება; ფ) რეგულირების ობიექტების მიერ ადმინისტრაციული მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ქ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება; ღ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება; ყ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, მათ შორის, შემოწმების პროცესში; შ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; ჩ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის საწარმოების კონტროლის განყოფილების ამოცანებია: ა) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების კონტროლი; ბ) გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემოწმება; გ) კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერისა და წყლის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; დ) ინსპექტირების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ე) ინსპექტირების პროცესში წიაღის უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ვ) საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებებით ან ქიმიური ნარევებით გარემოს დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების/ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, მათ შორის, შემოწმების პროცესში; ი) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა; კ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოტანა; ლ) ატმოსფერული ჰაერის და წყლის დაბინძურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება); მ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სინჯების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება; ო) ინსპექტირების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება; პ) მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული მიწერილობის პროექტის მომზადება; რ) რეგულირების ობიექტების მიერ ადმინისტრაციულ მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ს) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა; ტ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება; უ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება; ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ექსპრეს-ლაბორატორიის განყოფილების ამოცანებია: ა) დადგენილი წესით სინჯების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება; ბ) წყლისა და ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების ქიმიური, ფიზიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების ექსპრეს-მეთოდებით განსაზღვრა; გ) ნიადაგის ნიმუშების ექსპრეს-მეთოდით კვლევა, მათ შორის, ნიმუშებში ნავთობის ნახშირწყალბადების ექსპრეს-მეთოდით განსაზღვრა; დ) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების შემოწმება; ე) ატმოსფერულ ჰაერში ხმაურის დონის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება); ვ) ელექტრო-მაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა და საჭიროების შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება); ზ) კომპეტენციის ფარგლებში ინსპექტირების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება; თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება; ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა; კ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების/ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ლ) საველე და კამერალური სამუშაოების შესრულება; მ) კომპეტენციის ფარგლებში დარღვევათა აღმოსაფხვრელად ადმინისტრაციული მიწერილობის პროექტის მომზადება; ნ) რეგულირების ობიექტების მიერ ადმინისტრაციული მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ო) ინსპექტირების პროცესში მოპოვებული და ასევე სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციის კამერალური დამუშავება; პ) რეგულირების ობიექტისთვის დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის წარდგენა, მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება; რ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში შესატანი შესაბამისი ცვლილებებისა და წინადადებების პროექტების მომზადება; ს) მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; ტ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, მათ შორის, შემოწმების პროცესში; უ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; კ) 74 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სამინისტროს „ცხელ ხაზზე” შემოსული შეტყობინებები და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, ამ მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების ინსპექტორების დახმარება ან/და მონაწილეობა;“; ლ) 76 მუხლის: ლ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ დისციპლინის, კანონიერებისა და დეპარტამენტის საკუთრების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით ვიდეოთვალთვალის მეშვეობით), ასევე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების, საჩივრების ან სხვა სახის ინფორმაციის შესწავლა, მოქალაქეებისთვის (ნებაყოფლობით საფუძვლებზე) და დეპარტამენტის თანამშრომელთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, ასევე მათგან ინფორმაციის მიღება;“; ლ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებით განსაზღვრული დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესით გათვალისწინებული პატრულირების ან/და ინსპექტირების პროცესში სავალდებულოდ შესადგენი დოკუმენტების შედგენაზე სამსახურებრივი კონტროლის განხორციელება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები