დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016418 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №19 დადგენილებაში (სსმ, 25/12/2017 წელი; 190020020.35.153.016391) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი (მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 18 122,9 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 9 350.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7 025,9 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 747,0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14 187,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8 820,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
(ათას ლარებში)
ა) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9 100,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 280.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
(ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 10.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-4 885,0) ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-5 220,3) ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 5 220,3 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-335.3) ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 120,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 368.0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 177.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 191.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა
და
უსაფრთხოება
(პროგრამული
კოდი
02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვის , გაწვევის და მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა . 1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება , ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება . 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეკონსტრუქცია და მოვლა -შენახვა , სკვერების , მოედნების და საცხოვრებელი უბნების , ეზოების კეთილმოწყობის ღონისძიებები , დასუფთავების ღონისძიებები , საკანალიზაციო სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა , რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია , მრავალსართულიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია , მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა , მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა -შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები . 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი /მეორე მნიშვნელობის გზების , ტროტუარების , ბორდიურების , საყრდენი კედლების , ხიდების და ბოგირების მშენებლობა -რეაბილიტაცია . 2018 წელს დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში ტროტუარების , ბორდიურების , მოაჯირების და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ; გზების რეაბილიტაცია სოფლებში : ძეგვი , ნატახტარი , მისაქციელი , ლისი -წოდორეთი , ახალსოფელი , ძეგვი ; დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია სოფლებში : არაშენდა -შანკევანი , წინამძღვრიანთკარი -ბიწმენდი -ჯიღაურა -საგურამო ; გზების ასფალტო -ბეტონის საფარით მოწყობა სოფლებში : საგურამო (ატმიანის დასახლებაში და გმირის ქუჩაზე ), ხეკორძი (მისასვლელი გზის ). გაგრძელდება წინა წელს დაწყებული გზების რეაბილიტაცია ქალაქ მცხეთასა და სოფლებში : მისაქციელი , ახალუბანი , ქსოვრისი , ლისი , ძეგვი , დასრულდება ბოგირის მოწყობა სოფ . კევლიანში და ახალდაბაში . 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა , გარე განათების ქსელის გაფართოება , არსებული ქსელის მოვლა -შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები . უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება , წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია , გაზგაყვანილობის სისტემის მოწყობა -რეაბილიტაცია , სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია . 2.2.1 გარე განათების მოწყობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე -ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება , რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია რეაბილიტირებულ გზებზე . მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა . ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელ .ენერგიის ხარჯის დაფინანსება . 2018 წელს დაგეგმილია ქალაქ მცხეთის ქუჩების გარე განათების მოწყობა . 2.2.2 საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის ექსპლოატაციისა და ჩამდინარე წყლების გადასამუშავებელი კოლექტორების , მილგაყვანილობის და წყალსაქაჩების დამონტაჟება -რეაბილიტაცია . ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა მუნიციპალიტეტის სოფლებში : საგურამო , ძეგვი , წეროვანი , წინამძღვრიანთკარი , გალავანი ; დასრულდება სოფ .მისაქციელის საბავშვო ბაღში სეპტიკის და სარინელის მოწყობა . 1. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების დაქსელვა და არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა -შეკეთება , დეზინფექცია და რეაბილიტაცია ; სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყალის მიწოდება , არსებული მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოვლა -პატრონობა ; სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა , მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მაგისტრალებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება და გამრიცხველიანება , მოხმარებული და გახარჯული სასმელი წყლის გადასახადის ამოღება სემეკი -ს მიერ დამტკიცებული ტარიფის მიხედვით . 2018 წელს დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სოფლებში : შანკევანი , მუხრანი (გარდამავალი პროექტი ), საგურამო , ძეგვი , ნიჩბისი , ახალსოფელი , გალავანი ; სოფელ ბიწმენდში დარჩენილი უბნების სასმელი წყლის შიდა დაქსელვისა და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები ; გაგრძელდება წყლის სიტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში : ქსოვრისი , ახალდაბა , აღდგომლიანთკარი , ლისი , წილკანი , ნავდარაანთკარი , სასხორი , ძალისი , ჩარდახი , ახალსოფელი , ზაქარო . 2.2.4 სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა , რეაბილიტაცია და ესპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში განხორციელდება სარწყავი არხების მოწყობა -რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა . 2018 წელს დაგეგმილია გაბიონის მოწყობა მდინარე თეძამზე სოფელ გალავანში . 2.2.5 მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა -ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები , რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია . ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით . 2018 წელს დაგეგმილია ქალაქ მცხეთის ნიჩბოსნობის ბაზის სარემონტო სამუშაოები , სპორტულ -გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა (გარდამავალი პროექტი ), ქალაქში არსებული მოსაცდელების მოწყობა -რეაბილიტაცია ; კულტურის სახლების რეაბილიტაცია სოფლებში : მუხრანი , ნატახტარი , ამბულატორიების სარემონტო სამუშაოები სოფლებში : წილკანი , პატარა ქანდა , საგურამო , ვაზიანი ; მუხარანის და ერედის საბავშვო ბაღების ეზოს კეთილმოწყობა . 2.2.6 სანიაღვრე არხების მოწყობა -რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა , კოლექტორების და მილგაყვანილობის რეაბილიტაცია ჩამდინარე წყლის (წვიმის ან სხვა სახის ჩამდინარე წყლის ) წარმოშობის ადგილიდან ზედაპირული წყლების ადგილამდე გასატანად . 2018 წელს დაგეგმილია სანიაღვრე სისტემის მოწყობა სოფლებში : ზაქარო , გალავანი , საგურამო . 2. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში წინა წლებში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები . 2. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით . 2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების და მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები , ძეგლების და მემორიალების რეაბილიტაცია , გამწვანების , დასუფთავების , გარე განათების და სასაფლაოების მოვლა -პატრონობის სამუშაოები , მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის , საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა . 2.5.1 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო , საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ღირებულება (პროგრამული კოდი 03 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის , გამანაწილებელი ქსელისა და ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების და გამრიცხველიანების , ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების , საბავშვო ბაღების , მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლების და მცხეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სხვა პროექტების საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის , საექსპერტო და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა . 2.5.2 კეთილმოწყობის სხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა (ა )იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური “. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის , დასუფთავების , გარე განათების , ქალაქში სარეკრეაციო ნაწილის გამწვანების და სასაფლაოების მოვლა -პატრონობის უზრუნველყოფა . 2.5.3 სკვერების , სტადიონების , ძეგლების და მემორიალების მოწყობა -რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების , სტადიონების , ძეგლების და მემორიალების მოწყობა -რეაბილიტაცია . 2018 წელს დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში არსებული სკვერების რეაბილიტაცია -კეთილმოწყობა , ქალაქში არსებული შადრევანის რეაბილიტაცია ; სოფ . ძეგვში სკვერის მოწყობა , მინი-სტადიონების მოწყობა სოფლებში : ძეგვი , წეროვანი , მუხათგვერდი , ქსანი , ვაზიანი , ძალისი , მისაქციელი , წილკანი 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას , რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და , შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს , რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება , მათი რეაბილიტაცია , ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა . სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება , რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას . 3.1 სკოლამდელი აღზრდის ხელშერწყობა (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა (ა )იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება “. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 24 საბავშვო ბაღიდან ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი , სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს საშუალოდ 1853 აღსაზრდელი . 2018 წელს ფუნქციონირებას დაიწყებს 24 საბავშვო ბაღი , რის შედეგადაც გაიზრდება აღსაზრდელთა რაოდენობა . პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა , რომელიც გულისხმობს : სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფას , ბაგა -ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებას , საბავშვო ბაგა -ბაღების ინვენტარით უზრუნველყოფას . 3.2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაგა -ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობის მიზნით დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა , არსებულის რეაბილიტაცია , კაპიტალური შეკეთება . 2018 წელს დაგეგმილია საბავშვო ბაღების მშენებლობა სოფლებში : ნატახტარი (გარდამავალი პროექტი ), ძველი ქანდა , ბიწმენდი ; სოფელ ფრეზეთის იგპ დასახლებაში . 4. კულტურა , რელიგია , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას . ამასთანავე , ერთ -ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი , ისე ფიზიკური თვალსაზრისით ) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება . შესაბამისად , მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას , წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას , რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება . 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა , რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება . 4.1.1 ა (ა )იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა “ (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება ა (ა )იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა “. 4.1.2 ა (ა )იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემია “ (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნიჩბოსნობის სხვადასხვა სახეობის განვითარება , სპორტის ამ სახეობაში მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნა . 4.1.3 ა (ა )იპ „უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლა “ (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტში თავისუფალი და ბერძნულ -რომაული ჭიდაობის შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია . საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის უმაღლესი კვალიფიციური სპორტსმენების მომზადება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ტურნეში. 4.1.4 ა (ა )იპ „სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლა “ (პროგრამული კოდი 05 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ -გამაჯანსაღებელ მოძრაობაში , მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება . 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა , ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები , მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები . 4.2.1 მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა (ა )იპ „მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება “, რომელიც აერთიანებს მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურის სახლს და სასოფლო კლუბებს , ხელოვნების სკოლას , მუსიკალურ სკოლებს , ბიბლიოთეკებს . 4.2.2 მუზეუმების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სსიპ „ი .ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი “. 4.2.3 ა (ა )იპ – მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი „სვეტი “ (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარების , ხალხური შემოქმედების , ხელოვნების სხვადასხვა დარგის (თეატრი , მუსიკა , მხატვრობა ) განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა -განხორციელება . 4.3 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია -მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა . 4.4 ა (ა )იპ ,,მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი “ (პროგრამული კოდი 05 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების , ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა და მათი მოვლა -პატრონობისა და დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ; ტურიზმისა და საკურორტო სფეროში მუნიციპალური პრიორიტეტებისა და სტრატეგიების შემუშავება ; ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა (ა )იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი “. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ -ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს . მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას . ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება , რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის , არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან . 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) როგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას , კერძოდ : o არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა , სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება ; o დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით . ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება , პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება ; o მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა ; o სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა ) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება ; o ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების , აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება ; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ -ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი , მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები . 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ 3 თვისა ) მოქალაქეების გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას , სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს , რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას . 5.2.1 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სტიქიით , უბედური და განსაკუთრებული შემთხვევების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სამშენებლო მასალებით დახმარება , მოსახლეობისთვის შეშის შეძენა , სკოლამდელი და უნარშეზღუდული ბავშვების ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა . 5.2.2 მოქალაქეებისათვის მკურნალობის და ოპერაციების ხარჯების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება , კერძოდ : o 0-დან 500 ლარის ჩათვლით – 100%-ით ; o 501-დან 1000 ლარის ჩათვლით – 70%-ით , მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა ; o 1001-დან 2000 ლარის ჩათვლით – 50%-ით , მაგრამ არანაკლებ 700 ლარისა ; o 2001-დან 4000 ლარის ჩათვლით – 40%-ით , მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა ; o 4001-დან 15000 ლარის ჩათვლით – 30%-ით , მაგრამ არანაკლებ 1600 ლარისა ; 5.2.3 ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირებისთვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაწევა . დახმარება გაიცემა : ა ) პირებზე , რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს , უმუშევრობის , დაბალშემოსავლიანობის , მძიმე ავადმყოფობის , უსახლკარობის , მარტოხელა მოხუცებულობის , სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ; ბ ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე დახმარება . ერთჯერადია და შეადგენს 100 (ასი ) ლარს . 5.2.4 ომის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია : ა ) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა , უგზო -უკვლოდ დაკარგულ , მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა – 250 (ორას ორმოცდაათი ) ლარი . თანხას მიიღებს პირის ოჯახის წევრი ; ბ ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო თანხა – 200 (ორასი ) ლარი . 5.2.5 დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების ფინანსური დახმარება . დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 80 (ოთხმოცი ) ლარის ოდენობით . 5.2.6 ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა (ა )იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანება “. დაგეგმილია საინვესტიციო პროექტების , საგრანტო განაცხადების მომზადების ორგანიზება საერთაშორისო ჰუმანიტარულ და სხვა ორგანიზაციებისათვის წარსადგენად მათგან ინვესტიციების , დახმარებების და გრანტების მოზიდვის მიზნით . 5.2.7 ა (ა )იპ „მცხეთის უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის “ (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 36 ბენეფიციარის ერთჯერადი , ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა . 5. უპატრონო ძაღლების იზოლირება (პროგრამული კოდი 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა . |
მუხლი 17.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები