„პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016713
21
26/02/2018
ვებგვერდი, 28/02/2018
140030000.22.034.016713
„პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №21

2018 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

„პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №328 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 28 ივნისის №328 ბრძანებით (www.matsne.gov.ge,  29/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016656) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უკონტაქტო პატრულირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) უფლებამოსილი პირი (შემდგომში – უფლებამოსილი პირი).

3. უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება დეპარტამენტის დირექტორის მიერ დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე. ბრძანების გამოცემისას დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რაოდენობას, საპატრულო ეკიპაჟის რაოდენობას, პოლიციის სარგებლობაში არსებული სტაციონარული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის რაოდენობასა და განლაგებას, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან სხვა გარემოებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება უკონტაქტო პატრულირების განხორციელების სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ თავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უკონტაქტო პატრულირების განხორციელების მიზნით დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ადგილზე შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებით პატრულირებას;

ბ) უკონტაქტო პატრულირებისას გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან/და სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის ვიდეო ან/და ფოტოფირზე, აგრეთვე  არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს საშუალებით დაფიქსირებას;

გ) უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული მონაცემების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამუშავებას;

დ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინფორმაციის განთავსების მიზნით შესაბამისი ადგილის შერჩევას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უკონტაქტო პატრულირებისას უფლებამოსილი პირი არ ახდენს უშუალო რეაგირებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან/და სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება იმწუთიერი და რეალური საფრთხე. უფლებამოსილი პირი ვალდებულია, ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „112“-ს.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უკონტაქტო პატრულირების გზით მოპოვებულ მონაცემებს/ინფორმაციას ამუშავებს დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფოტოფირზე ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ, ან სიჩქარის მზომი არასტაციონარული ხელსაწყოს მეშვეობით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია