დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.112.016345 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/03/2018 - 28/03/2019)
|
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილება (ვებგვერდი, 07/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.112.016289). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები
|
| მუხლი 1 |
საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. |
| მუხლი 2 |
საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველ მომდევნო წლისთვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექმნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. |
| მუხლი 3 |
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტიж ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1.0 პროცენტი. |
| მუხლი 4 |
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:
|
| მუხლი 5 |
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის (შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე) გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე 3 ლარით. |
| მუხლი 6 |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე გადასახადის წლიური განაკვეთები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:
|
| მუხლი 7 |
1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვ.მ-სж ბ) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 24 კვ.მ-ს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლი. 3. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვითб ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 205-ე და 206-ე მუხლებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები