„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 29/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016346
10
23/02/2018
ვებგვერდი, 01/03/2018
010260020.35.112.016346
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2018 წლის 23 თებერვალი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010206002.35.112.016319) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან“;

ბ) II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლება-მოვალეობები“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. მერიის თანამდებობის პირები

1. მერიის თანამდებობის პირები არიან:

 ა) მერი;

 ბ) მერის პირველი მოადგილე;

 გ) მერის მოადგილე;

 დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.

 3. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.“

დ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რესაქციით:

„5. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე.თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მერის შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის საფუძვლით უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მერის მოადგილე.“;

ე) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ვ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით“;

ზ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

„მუხლი 141. მერის თანაშემწე

მერის თანაშემწე (თანაშემწეები) არის  (არიან) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირ(ებ)ი, რომელიც (რომლებიც) უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) და კოორდინაციას უწევს (უწევენ) მერის დავალებების შესრულებას, აგრეთვე ხელს უწყობს (უწყობენ) მერს მისთვის დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში“;

თ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. მერიის მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) მერიის მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე ან არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად“;

ი) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით“;

კ) მე-17 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკრებულოს და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა“;

ლ) მე-18 მუხლის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მერიის უფლებამოსილება, შეიმუშაოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი“;

მ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების პროექტები“;

ნ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ტ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე