„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016463
17
22/02/2018
ვებგვერდი, 28/02/2018
010250050.35.148.016463
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2018 წლის 22 თებერვალი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ “  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის  დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის 12 იანვრის  №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/01/2018; 010250050.35.148.016449)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„პ) ხე-ტყის ნარჩენი – ხე-ტყის დამზადების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები. აგრეთვე ის ძირნაყარი  ხე-ტყე, რომელსაც ბუნებრივი თუ სხვა ფაქტორების გამო აღარ გააჩნია მერქნული რესურსის ღირებულება.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9)  ძირობრივად მთავარი სარგებლობის და მოვლითი ჭრების განხორციელების დროს მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას  აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით ან ჩამონათალი;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებულ წესს  დაემატოს 181  მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 181. გორის მუნიციპალიტეტის ან/და კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიაზე  მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება

1. გორის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე- მცენარეების, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ- კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისათვის სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარის ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დადასტურების მიზნით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);

ბ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის – ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის, მწვანე ნარგავების) შემთხვევაში მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე;

გ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი);

2. გორის  მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება აღნიშნული ხე-მცენარეებიდან (მათ შორის, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებიდან) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხე-მცენარეები. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გადაიხადოს სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დადგენილი მომსახურების საფასური და მიმართოს სააგენტოს.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა.

4. გორის  მუნიციპალიტეტის მიერ ამ წესის საფუძველზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სპეციალური ჭრის განმახორციელებელი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე ხე-ტყის განთავსების ადგილი.

 5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება  დადგენილი წესით ჭრის განხორციელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული წესს  დაემატოს 182  მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 182. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს წითელ წიგნში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს დაცვის,  აღდგენითი და შენარჩუნების ღონისძიებების ხელშეწყობა

1. მესაკუთრე ვალდებულია მოუაროს, არ დააზიანოს და ხელი შეუწყოს მის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას და შექმნას ამისათვის ხელსაყრელი გარემო.

2.   დაინტერესებული პირის მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება  (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია  „საქართველოს წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით.

 3. მესაკუთრე ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის სამსახურს მის საკუთრებაში არსებული, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების ხმობის, მავნებელი დაავადებების აღმოჩენის ან კერძო საკუთრებისათვის ზიანის მიყენების საფრთხის შემთხვევები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე