დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016462 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2017; 190020020.35.148.016417) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები“ განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 36,298.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 26,359.8 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები“ განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 24,032.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 15,493.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 16,023.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 530,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარებში)
“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 3,227.4 ათასი ლარის ოდენობით.“; ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 3,385.5 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3,385.5 ათასი ლარის ოდენობით.“; კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.ა) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 02 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის ქუჩების და საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, ვარიანის, მეჯვრისხევის, ახალუბნის, ტყვიავის, მერეთის, ბერბუკის, ტირძნისის, კარალეთის, დიცის, ზეღდულეთის და სხვა ტერიტორიულ ორგანოებში შემავალი სოფლების შიდა გზების მოხრეშვა, მოვლა-პატრონობა და ქალაქის ქუჩების ორმოული შეკეთება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილია გორში სამების, ნინოშვილის, თბილისის, თოიძის, დავითაშვილის, რომელაშვილების ქუჩების, რკ/გზის დასახლებაში არსებული ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, სოფელ ქვეშის გზიდან სათემო-ციცაგიანთკარი-ახრისის დამაკავშირებელი გზის, სოფელ მერეთის, სოფელ კოშკას და გუგუტიანთკარის საავტომობილო გზების და სოფელ საქაშეთიდან ჩასახლებამდე მისასვლელი გზის ასფალტის საფარის მოწყობა. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება მშვიდობის გამზ.№2 და №2/ა-ს შორის გზის მოპირკეთება და ნადირაძის ქუჩაზე საფეხმავლო სივრცეების მოწყობა.“; ლ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რკინიგზის დასახლებაში არსებული საკანალიზაციო ქსელის გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირების (ელ.ენერგიის ღირებულების ანაზღაურება) ხელშეწყობა და სოფელ ხიდისთავში სანიაღვრე არხის მოწყობა-რეაბილიტაცია. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილია ქ. გორში სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის, სტალინის გამზირის (სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნიდან ქუთაისის ქუჩის კვეთამდე) მონაკვეთის მიმდებარე სანიაღვრე წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გათვალისწინებულია სამეფოს ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა.“; მ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.თ) ა(ა)იპ – გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახური (პროგრამული კოდი 02 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქალაქი გორისა) სასმელი წყლის სისტემების მომსახურებას, წყალარინების სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფას და მოქმედი წყალმომარაგების სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფას და მომსახურებას. ასევე, უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული სარწყავი წყლის ჭაბურღილების და სატუმბო სადგურების გამართულ მუშაობას, საავარიო სამსახურის ფუნქციონირებისათვის ადგილზე ორგანიზების გაწევას, წყალარინების, სარწყავი სისტემების ჭაბურღილების და სატუმბო სადგურების დაზიანებების ლიკვიდაციას, მოპოვებული წყლის რეგულარული ლაბორატორიულ კონტროლს და წყალმომარაგების სისტემებში დაზიანებების ლიკვიდაციას. აგრეთვე უზრუნველყოფს ქალაქ გორში სადგურის დასახლებაში არსებული გამწმენდი ნაგებობის მოვლა-პატრონობას.“; ნ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ.გ) მუნიციპალური შენობებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ლიფტების და ეზოების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და ა(ა)იპ-ების სარგებლობაში არსებული შენობების რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობა. აგრეთვე გათვალისწინებულია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზებისა და ტურისტული ობიექტების უშუალო სიახლოვეს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული უსახური შენობების ფასადების შესაფუთი სამშენებლო ფარდა-ბადეს შეძენა. ო) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები