დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხულოს მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.136.016271 |
|
„ხულოს მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი 10/08/2016 წ., 010250000.35.136.016215) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ გათვალიწინებული დოკუმენტი (უძრავი ქონების საკუთრების ან/და სარგებლობის) დამოწმებული უნდა იყოს ან უნდა ერთოდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ წერილობითი მომართვა ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტის დადასტურების თაობაზე; ა.გ) მე-5 მუხლის მე-4 „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ;”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები