დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული მატერიალური საშუალებებისა და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.10.003.020413 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/02/2018 - 29/03/2019)
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული მატერიალური საშუალებების (რომელთა ჩამოწერას, აღრიცხვიდან მოხსნას და განკარგვას არ არეგულირებს „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულება) ჩამოწერის, აღრიცხვიდან მოხსნისა და განკარგვის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ დადგენილებით განსაზღვრულ წესს დაექვემდებაროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული იმ მატერიალური საშუალებების ჩამოწერა, აღრიცხვიდან მოხსნა და განკარგვა, რომლის ჩამოწერას, აღრიცხვიდან მოხსნასა და განკარგვას არ არეგულირებს „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების“ მე-2 თავით დადგენილი წესით ჩამოწერასა და აღრიცხვიდან მოხსნას ექვემდებარება:
ა) ამავე ბრძანებულების 39-ე პუნქტით გათვალისწინებული მატერიალური საშუალებები, თუ შეუძლებელია მათი ფასის მითითება ტექნიკური მდგომარეობის აქტში; ბ) მატერიალური საშუალებები, რომლის ვარგისიანობის ვადა უცნობია და ფაქტობრივად გამოუსადეგარ მდგომარეობამდე მივიდა ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში. ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება მატერიალურ საშუალებებზე, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა ტექნიკური მდგომარეობის აქტში მათი ფასის მითითება; გ) საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, თუ ვერ ხერხდება მათი იდენტიფიცირება და ვარგისიანობის ვადის დადგენა. ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებზე, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა ტექნიკური მდგომარეობის აქტში მათი ფასის მითითება; დ) მატერიალური საშუალებები, რომლებიც ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში ვადაზე ადრე გამოვიდა მწყობრიდან/დაზიანდა, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა ტექნიკური მდგომარეობის აქტში მათი ფასის მითითება. |
| მუხლი 3 |
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების“ მე-3 თავით დადგენილი წესით ჩამოწერასა და აღრიცხვიდან მოხსნას ექვემდებარება:
ა) ამავე ბრძანებულების 39-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მატერიალური საშუალებები, თუ კომპლექტაციის მთლიანობა დარღვეულია, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა საინსპექტორო მოწმობაში ფასის ან/და ზარალის ოდენობის მითითება; ბ) ამავე ბრძანებულების 63-ე პუნქტით გათვალისწინებული მატერიალური საშუალებები, თუ შეუძლებელია მათი ფასის ან/და ზარალის ოდენობის მითითება საინსპექტორო მოწმობაში; გ) მატერიალური საშუალებები, რომლებიც დაიკარგა, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია თუ არა საინსპექტორო მოწმობაში ფასის ან/და ზარალის ოდენობის მითითება. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული მატერიალური საშუალებების ჩამოწერაზე, აღრიცხვიდან მოხსნაზე, მატერიალური საშუალებების ვარგისი ნაწილების გამოცალკევებაზე, აგრეთვე ჩამოწერილ და აღრიცხვიდან მოხსნილ მატერიალურ საშუალებებზე, აგრეთვე მათი დაშლის შემდეგ მიღებული ქონების შემდგომ გამოყენებასა და განკარგვაზე ვრცელდება „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დადგენილი წესი. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები