დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.151.016235 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის საშტატო ნუსხაში და ჩამოყალიბდეს დანართი №1 -ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის საშტატო ნუსხა
|
ადმინისტრაციული სამსახური
შიდა აუდიტის სამსახური
საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური
სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
მერის წარმომადგენლები
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები