დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016232 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, " ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ " საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის №136 განკარგულების შესაბამისად
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №16 დადგენილებაში (w.w.w. matsne.gov.ge, 21.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016226 ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება :
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
1.
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები,გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8332,6 ათასი ლარის ოდენობით.
|
4.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 4470,0 ათ. ლარის ოდენობით:
|
5.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1078,6 ათ. ლარის ოდენობით:
|
6.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ხარჯები 3763,9 ათ.ლარის ოდენობით:
|
7.
მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9958,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
8.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
9.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 10. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 1.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -5389,9 ათასი ლარის ოდენობით. |
10.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 11. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -5442,3 ათასი ლარის ოდენობით.
|
11.
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 12 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1.განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -52,4 ათასი ლარის ოდენობით; |
12.
მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 16.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დასუფთავების ღონისძიებები,საკანალიზაციო და წყლის სისტემების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის ღონისძიებები . ათას ლარებში
1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები შეესაბამებოდეს სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. არნიშნულიდან გამომდინარე იგეგმება: დაბა სტეფანწმინდაში სამი ქუჩის რეაბილიტაცია, ელიის მონასტერთან მისასვლელი გზის, სოფ. სნოში, სოფ. სიონში და სოფ. არშაში შიდა გზების რეაბილიტაცია, ორი სოფლის დამაკავშირებელი სიონ-გარბნის ხიდის, არშის, გორისციხის ,ფანშეტის , ყასარის, კეტრისი-აბანოს ხიდების რეკონსტრუქცია და სოფ.ყანობთან მისასვლელი ხიდის მშენებლობა. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კომუნალური სერვისების გამართული ფუნქციონირება და ამ სერვისებით მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა. 1.2.1 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა.. დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებას და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ სამსახური. 1.2.2 წყლის სისტემის მოწყობა - რეაბილიტაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის მიზანია წყლის სისტემის გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების ხელშეწყობა,რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: სოფ. ხურთისში და სოფ. არშაში საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა, რაიონის 11 სოფელში წყლის სისტემების და სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია. 1.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს სანიტარიული წესების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან. ასევე მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების მოვლა და გამწვანების სამუშაოების ჩატარება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა. დასუფთავების მომსახურებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის “ სამსახური. ქვეპროგრამა ითვალისწინებს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ მიღებული სესხის საპროცენტო თანხას. 1.2.4 ა(ა)იპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: დაბა სტეფანწმინდის სასაფლაოების და მისი ტერიტორიის მოვლა პატრონობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამწვანება, გარე-განათების ქსელის ექსპლოატაცია (რემონტი, გამოცვლა, მონტაჟი), საგზაო ნიშნების მოწყობა, ტერიტორიის დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ზამთრის სეზონზე მუნიციპალური გზების გაწმენდა თოვლისგან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოვლა-პატრონობა, სოფლების წყალსადენების ექსპლოატაცია და მოვლა პატრონობა. 1.2.5 საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 04 ) ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთის ფონდიდან განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების პროექტების, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას, ტექნიკური დავალებითა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილის შესაბამისად. 1. 3 კეთილმოწყობის ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და განხორციელებული კეთილმოწყობის ღონისძიებების ხარისხიანი უზრუნველყოფა 1. 3. 1 გუდაურში ე.წ. „გადასახედის“ რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს დაბა გუდაურში ე. წ. "გადასახედის" რეაბილიტაციას. 1. 3. 2 სასწრაფოს განთავსებისათვის ახალი შენობის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 03 02 ) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დაბა სტეფანწმინდაში ჯანდაცვის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას. 1. 4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის სოფლებში სარიტუალო სახლების მშენებლობას, მათ აღჭურვას ინვენტარით. წინა წლებში აღდგენილი ობიექტების შემდგომ მოვლა-პატრონობას. 1.5 განაშენიანების გეგმა (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამა ითვალისწინებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სივრცითი მოწყობის ,სტრატეგიული განვითარების ხედვის დოკუმენტაციის შესყიდვას. |
13.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-2 პუნქტის "2 .1" და "2. 2" ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. განათლება 966,1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 00) 2.1 სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა 660,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01 ) 2.2 საჯარო სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია 168,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 02); |
14.
მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 პუნქტის „3.2.1“ და „3.3“ ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი 422,7 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 00) 3.2.1 კულტურული ღონისძიების დაფინანსება 15,7 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01) 3.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება 11,5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03 |
15.
მე- 16 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-4 პუნქტის "4.2.3 " ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 234,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდო 06 00 ) 4.2.3 ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების ხარჯი 6,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03 ); |
16.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. მმართველობა და თავდაცვა (პროგრამული კოდი 01 00,02 00)
5.1 წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (ორგანიზაციული კოდი 01 00 ) პროგრამის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და კვალიფიციური მუშაობა და მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. 5.2 თავდაცვა,საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (ორგანიზაციული კოდი 02 00) პროგრამის მიზანია კანონით განსაზღვრული დელეგირებული ფუნქციების უზრუნველყოფა. შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. |
17.
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებანი განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის N21 დადგენილება (w.w.w. matsne.gov.ge 29.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016210) "ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ". |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები